მისია

ახალი ეროვნული პლატფორმის – www.GEOTAXI.global – მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისა და თანამოქალაქეების დაახლოებას, ინტეგრირებასა და მათ შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებას.

პროექტი დაფუძნებულია როუმინგული სატელეკომუნიკაციო მომსახურების ლიდერი ქართული კომპანია „გლობალ სელის“ მიერ და იგი სრულად არაკომერციული ხასიათისაა.

პლატფორმის საშუალებით, ქართველი მოგზაურები საქართველოს საზღვრებს გარეთ ისარგებლებენ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების სერვისით, შედეგად კი:

  • ქართველი მოგზაური სერვისის ღირებულებას გადაუხდის ქართველს;
  • ქართველის მიერ ქართველისთვის გადახდილი თანხა (ან მისი ნაწილი) სავარაუდოდ კვლავ საქართველოში დაბრუნდება და ჩვენს თანამოქალაქეებსა და ქვეყანას მოხმარდება;
  • ქართველი მოგზაურისთვის უცხოეთში ყოფნისას ტრანსპორტით გადაადგილება გახდება უფრო მეტად იაფი და ხელმისაწვდომი;
  • პლატფორმის საშუალებით, პროექტში ჩართულ უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გლობალ სელი საჩუქრად გაუაქტიურებს ზარის გადამისამართების უფასო სერვისს, კონკრეტულად, გლობალ სელი, როგორც ახალი ქართული მობილური ოპერატორი (ინდექსით 559), უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიანიჭებს ქართულ ნომერს და საქართველოდან მათთან დაკავშირება მოხდება ადგილობრივი ქართული ტარიფით, უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეები კი ზარს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

პლატფორმა წარმოადგენს მოგზაურებსა და ემიგრანტებს შორის მხოლოდ უფასო კავშირისა და კომუნიკაციის საშუალებას და მისი ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს პირთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე და მის შედეგებზე, კერძოდ, მომსახურების ფასზე, პირობებზე, ხარისხზე და სხვ., რომელთა შესახებ თავად მოგზაურები და პროექტში ჩართული ემიგრანტები თავად უნდა შეთანხმდნენ ინდივიდუალურად.