ვარშავა – არქიტექტურული მრავალფეროვნების ქალაქი

ვარშავა – პოლონეთის დედაქალაქი, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამ ეტაპზე 20 მილიონს აჭარბებს. ქალაქი ნამდვილად გამოირჩევა თავისი სიმყუდროვითა და სუფთა ქუჩებით.

ტრანსპორტი:

ვარშავის ქუჩებში გადასაადგილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომლის ღირებულება 5 ზლოტამდეა (დაახლოებით 1.2 €). გარდა ამისა, ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია ვარშავის მეტრო, რომელიც დაგაკავშირებთ ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩასთან. დამატებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ GEO TAXI-ს (ქართველი ემიგრანტის სატრანსპორტო) სერვისით და მისაღებ ფასად დაემგზავროთ ქართველს.

კომუნიკაცია:

პოლონეთში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ, ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.009$-ად.

ღირსშესანიშნაობები:

ქალაქი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური იერსახით, რაც განპირობებულია თანამედროვე დიზაინისა და ძველი სტილის მქონე ნაგებობათა ნაზავით. დედაქალაქის დათვალიერება შეგიძლიათ დაიწყოთ ბაზრის მოედნით, რომელიც ტურისტული თავშეყრის ერთ-ერთი ადგილია. მოედანი არის ბაზრობისა და სხვადასხვა ფესტივალის ჩატარების ადგილი. ბაზრის მოედანთან ახლოს შეხვდებით სასახლის მოედანს, სადაც შემონახულია ძველი სამეფო სასახლე. კლასიკური მუსიკის მოყვარულების თავშეყრის ადგილს კი შოპენის მონუმენტი წარმოადგენს, სადაც ხშირად იმართება მუსიკალური საღამოები. გარდა ამისა, აუცილებლად მოინახულეთ ქუჩა Novy Swiat, „ლაზენკის“ პარკი და სასახლე და ა.შ.

კულინარია:

პოლონურ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია წვნიანებს, მათ შორის კი აღსანიშნავია პოლონური პელმენის წვნიანი. გარდა ამისა, ვარშავაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ე.წ. „ზაპიკანკაც“, რომელიც პიცისმაგვარი უგემრიელესი ეროვნული კერძია.

ღამის ცხოვრება:

ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ვარშავაში მოგზაურობა სწორი არჩევანია. ქალაქში უამრავი კლუბი და ბარია, განსაკუთრებით კი ვისლას სანაპიროზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ კლუბური მუსიკითა და კოქტეილებით.

ასე რომ, თუ მოგზაურობა ვარშავაში გადაწყვიტეთ, წინ ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით, რომელიც ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება თქვენს ცხოვრებაში.

გაზიარება: