მოგზაურობა ვილნიუსში

ვილნიუსი – ლიეტუვის დედაქალაქი ბალტიისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, სადაც ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. თუ გსურთ შეიცნოთ განსხვავებული და მოწესრიგებული ევროპული ლოკაცია, ვილნიუსი ნამდვილად სწორი არჩევნია.

ტრანსპორტი:

ვილნიუსის მიმართულებით ავიარეისები სრულდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტრანსპორტირების ღირებულება კი სულ რაღაც 1 ევროდან იწყება (ავტობუსის შემთხვევაში). რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, ამ შემთხვევაში გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ძირითადი ღირსშესანიშნაობები იმდენად ახლოსაა თავმოყრილი, რომ უმჯობესია ფეხით შემოიაროთ ვილნიუსის ცენტრალური ქუჩები ან არჩევანი ველოსიპედზე შეაჩეროთ.

 ღირსშესანიშნაობები:

ქალაქის ნაგებობები მართლაც რომ გამორჩეულია განსხვავებული სტილით. ვილნიუსში მოგზაურობისას აუცილებლად მოინახულეთ სასახლე Grand Dukes, ვილნიუსის ულამაზესი ტაძარი, გენოციდის მსხვერპლთა მუზეუმი, ზარის კოშკი და სხვ. თუ დრო შემოგრჩათ, გირჩევთ ეწვიოთ ვილნიუსის უნივერსიტეტსაც, რომელიც ნამდვილი არქიტექტურის საგანძურია.

კვება:

რაც შეეხება კვებას, ვილნიუსი ნამდვილად გამოირჩევა თავისი ბიუჯეტური განფასებებით საკვების მხრივ. ეროვნული კერძების ერთ-ერთ ძირითადი შემადგენელი ნაწილია კარტოფილი. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი კერზი ზეპელინა (Cepelinai), რომელიც კარტოფილის, ღორის ხორცისა და სოუსების მიქსტურაა. ლიეტუვის დედაქალაქში შეძლებთ ასევე ეზიაროთ საკმაოდ გემრიელ წვნიანებს, როგორიცაა ჭარხლის წვნიანი და ე.წ. გაციებული ბორში (Saltibarsciai).

ტელეკომუნიკაცია:

ლიეტუვაში  როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 0.005$-იანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას.

გაზიარება: