ვენა – მუსიკის მსოფლიო დედაქალაქი

ვენა (ავსტრიის დედაქალაქი) მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის ნამდვილი სამჭედლოა. ქალაქის ქუჩებში გასვლისთანავე იგრძნობთ, რომ მოცარტის, ბეთჰოვენისა და შუბერტის ქვეყანაში იმყოფებით.

ტრანსპორტი:

ვენის ძირითადი ტრანსპორტი მეტროა, რომელიც თავისი კომფორტულობით, მოქნილობითა და სისუფთავით ნამდვილად გამოირჩევა. იგი თითქმის ქალაქის ყველა მთავარ ქუჩასთან დაგაკავშირებით. შიდა გადაადგილებისთვის რეკომენდირებულია შეიძინოთ ე.წ. Vienna City Card, რომლის ღირებულება 13 ევროდან 25 ევრომდე მერყეობს (24, 48 და 72 საათი) ან ისარგებლოთ GEOTAXI-ს (ქართველი ემიგრანტის) სერვისით.

კომუნიკაცია:

ვენაში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ, ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 1 ცენტიდან.

ღირსშესანიშნაობები:

რაც შეეხება ღირსშესანიშაობებს, წინ ნამდვილად საოცარი არქიტექტურული ნიმუშები გელოდებათ. თითოეულ ნაგებობაში იგრძნობა ვენის არისტოკრატიული სიდიადე. დედაქალაქის დათვალიერება უნდა დაიწყოთ ჰოფბურგის სასახლით, რომელიც თავისი პომპეზურობით ნამდვილად მოახდენს თქვენზე საოცარ შთაბეჭდილებას. იგი 1945 წლიდან ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციის ფუნქციას ითავსებს. მისი მონახულება 12 ევრომდე დაგიჯდებათ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ შენბრუნის სასახლეს, ავსტრიის პარლამენტს, ბელვედერის მუზეუმს, წმ. სტეფანეს ტაძარს, ვენის ოპერას და ა.შ.

კულინარია:

ვენა არ უნდა დატოვოთ ისე, რომ არ დააგემოვნოთ უგემრიელესი ვენური შნიცელი. იგი ავსტრიული სამზარეულოს მთავარი ღირსებაა. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ.

გარდა ამისა, ვენური ყავა ავსტრიაში ყველაზე პოპულარული სასმელია. ამბობენ, რომ ავსტრიაში ყველაზე მეტ ყავას მოიხმარენო. ყველაზე მოთხოვნადი ყავა ვენაში „მელანჟეა“ – შავი ყავისა და რძის კომბინაცია, ზემოდან უგემრიელესი ნაღებით.

შოპინგი:

ვენა ასევე გათვლილია შოპინგის მოყვარულთათვისაც, ქალაქის ცენტრში თქვენ შეხვდებით მრავალ მაღაზიას, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ცნობილ დიზაინერთა ნამუშევრები.

ასე რომ, თუ არჩევანი ვენაში მოგზაურობაზე შეაჩერეთ, წინ ნამდვილად პომპეზური და ზღაპრული თავგადასავალი გელოდებათ, რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს მოგონებად აღიბეჭდება თქვენს ცხოვრებაში.

გაზიარება: