მოგზაურობა ვენეციაში

ვენეცია წარმოადგენს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ და მომნუსხველ ქალაქს.  იგი მსოფლიოს ყველა ჩამონათვალის „ტოპში“ ხვდება, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს. ვენეცია – ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც თითოეულ ნაგებობას ინდივიდუალური ისტორიული დატვირთვა აქვს.

ტრანსპორტი:

გარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა, 2020 წლიდან ვენეციის მიმართულებით ფრენები შესრულდება ქუთაისის აეროპორტიდანაც Wizzair ავიაკომპანიის მეშვეობით. ქალაქი ვენეცია მოიცავს 117 პატარა კუნძულსა და არხს. აქ არ არის გზები, ამიტომაც გადაადგილება წყლის ტრანსპორტით ხდება. ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარული გონდოლებით გასეირნებაა.

სამზარეულო:

ვენეციაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, როგორიცაა იდიები, კრევეტები, რვაფეხები და სხვა. ვენეციაში ერთ-ერთ მთავარ კერძად მიჩნეულია თევზის წვნიანი (სუპა დი პეშე), რომელსაც თითქმის ყველა კვების ობიექტში შეხვდებით.

ღირსშესანიშნაობები:

ვენეციის ცენტრალურ ლოკაციას წარმოადგენს სან მარკოს მოედანი, რომელიც პატარა სივრცის მიუხედავად, ნამდვილად შთამბეჭდავი და გამორჩეულია. აუცილებლად სანახავ ადგილთა სიას მიეკუთვნება ვენეციის მფარველი სან მარკოს ბაზილიკა, სამლოცველო კოშკი, ვენეციის ულამაზესი ბიბლიოთეკა და სხვა. როგორც ავღნიშნეთ, თითოეულ ნაგებობას მართლაც რომ საკუთარი ისტორია გააჩნია.

ტელეკომუნიკაცია:

იტალიაში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

შოპინგი:

ის, რაც ვენეციაში ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიძინოთ, არის ვენეციური ნიღაბი, რომელიც ქალაქის სიმბოლოსაც წარმოადგენს. დამატებით, სავაჭრო ზონებში წარმოდგენილია მრავალი საინტერესო სუვენირიც. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთი ბრენდის მაღაზიებსაც, როგორიცაა Chanel, Armani, Furla, D&G და სხვა.

გაზიარება: