რატომ უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა ხშირად?

მოგზაურობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. აღნიშნულს ადასტურებს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ტურიზმმა 940 მილიონიან ნიშნულს მიაღწია. წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით კი 2020 წლისთვის აღნიშნული რიცხვი 1.6 მილიარდამდე გაიზრდება. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რატომ უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა ხშირად.

  1. მოგზაურობა ასოცირდება ახალ სამყაროში გადასვლასთან, რაც გულისხმობს, რომ მოგზაურობის პერიოდში ჩვენ ვწყდებით ყოველდღიურ, ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას. 2013 წელს ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მოგზაურობა ამცირებს სტრესსა და ნეგატიურ ემოციებს, რადგან ჩვენ მისი დახმარებით ვტოვებთ ადგილს, რომელიც უარყოფითი განცდების წარმოშობის მიზეზია.
  2. მოგზაურობის დროს ვიძენთ ახალ მეგობრებს, ვიცნობთ ახალ ადამიანებს. მათ შეიძლება ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ, მუზეუმით დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული. ახალი მეგობრები კი ჩვენს ცხოვრებაში ახალი პოზიტივის შემომტანნი არიან.
  3. მოგზაურობის დროს ვეცნობით ახალ ინფორმაციებს და სრულიად განსხვავებულ კულტურას, ვათვალიერებთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას. ამ ყველაფრით კი ვამდიდრებთ ჩვენს ცნობიერებას.
  4. მოგზაურობის დაგეგმვა უმეტესწილად მეგობრებთან ერთად ხდება. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა კი 308 000 ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ადამიანის ჯანმრთელობაზე მხოლოდ დადებით ასახვას ჰპოვებს.
  5. და რაც მთავარია, მოგზაურობა პირდაპირ კავშირშია შთამბეჭდავ და ტკბილ მოგონებებთან, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. მართლაც, ძალიან სასიამოვნო მომენტია, როდესაც ვათვალიერებთ მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებსა და ჩანაწერებს, რომლის დროსაც ხელახლა ვბრუნდებით მოგზაურობაში.
გაზიარება: