5 საინტერესო ადგილი, რომელიც უნდა მოვინახულოთ ტალინში მოგზაურობისას
  • ძველი ქალაქი – წარმოადგენს ტალინის ზღაპრულ ნაწილს, სადაც შეხვდებით შუასაუკუნეების ნაგებობებს. თითოეულ შენობას განსხვავებული კულტურული დატვირთვა გააჩნია. ქვის კოშკები და ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩები უფრო მეტ სილამაზეს სძენს ქალაქის ამ ნაწილს.

  • რატუშის მოედანი – წარმოადგენს ტალინის ისტორიულ ცენტრს, სადაც ტურისტთა სიმრავლე მუდამ შეინიშნება. სწორედ აქ იმართება სხვადასხვა სახის ფესტივალები, კონცერტები და სანახაობები.
  • კადრიორგის პარკი – არის ესტონეთის ერთ-ერთი გამორჩეული პარკი, რომელსაც თითოეული მნახველი აღშფოთებაში მოჰყავს. ულამაზესი ხეივანი, გედების ტბა, ფერადი ყვავილები – ამ ყველაფრის ერთად ნახვა, მართლაც რომ ულამაზეს სურათს ჰქმნის (ბაღში ვიზიტი უფასოა). დამატებით, აქვე წარმოდგენილია მუზეუმებიც.
  • ტომპეას სასახლე – აქ დღეს წარმოდგენილია ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ძველ პერიოდში სწორედ ამ სასახლიდან განაგებდნენ ქვეყანას მონარქები. სასახლის დათვალიერება უფასო ტურის ფარგლებში შეგიძლიათ, რომელსაც თან ახლავს გიდის მომსახურებაც.

  • ნიგულისტეს მუზეუმი (წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) – მუზეუმი ესტონეთის ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ადგილებს ეკუთვნის. აქ წარმოდგენილია შუასაუკუნეების უნიკალური საფლავის ქვები, ხატები და ბერნტ ნოტკეს ნახატის „სიკვდილის ცეკვის“ თითქმის 600 წლის ფრაგმენტი.
გაზიარება: