სალონიკი – სტუდენტური ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში

სალონიკი – საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილის დედაქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. მას ხშირად სტუდენტურ ქალაქადაც მოიხსენიებენ. თუ თქვენ გეგმავთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას, სალონიკი ნამდვილად სწორი არჩევანია, ვინაიდან ქალაქში შესაძლებელია ზღაპრული დასვენების მოწყობა მისაღებ ფასად.

ტრანსპორტი:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის მიმართულებით ბილეთის ფასები ძალინ ხშირად სულ რაღაც რამდენიმე ათეული ლარია. მას შემდეგ კი, რაც სალონიკის აეროპორტში ჩაფრინდებით, ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად 24 საათიანი ტრანსპორით შეგიძლიათ ისარგებლოთ, კერძოდ N78 ავტობუსით. ავტობუსის ბილეთის ღირებულება საშუალოდ 3 ევრომდე მერყეობს. გარდა ამისა, გაქვთ შესაძლებლობა სალონიკში დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს და გამოიყენენოთ GEO TAXI-ს სატრანპორტო სერვისი.

კომუნიკაცია:

საბერძნეთში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ, ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.005$-ად.

ღირსშესანიშნაობები:

რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, სალონიკში წარმოდგენილია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლები, რომელსაც ნამდვილად ძალუძს თითოეული ვიზიტორის მონუსხვა. ქალაქის დათვალიერებისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მოედანს. მოედანზე წარმოდგენილია არისტოტელეს ქანდაკება. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებით, თქვენი სურვილი აუცილებლად რეალობად იქცევა. ქალაქის კიდევ ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს თეთრი კოშკიც, რომელიც აშენებულია სულეიმან ბრწყინვალის დროს. გარდა ზემოთქმულისა, აუცილებლად მოინახულეთ სალონიკის ციხესიმაგრე, ტრიუმფალური თაღი „კამარა“, ტაძარი „აია სოფია“ (რომელიც არის თურქეთში არსებული აია სოფიას ტაძრის ანალოგი) და სხვა.

კულინარია:

ქალაქის ცენტრალური ნაწილი ნამდვილად არ განიცდის რესტორნების/კაფეების სიმცირეს. ზღვის ნაპირზე ხეტიალის შემდეგ, რამდენიმე წუთში შეძლებთ, რომ მოხვდეთ ქალაქის რესტორნებსა და კაფეებში. სალონიკი არ უნდა დატოვოთ ისე, რომ არ დააგემოვნოთ უგემრიელესი ბლინები, რომლის შიგთავსიც ბანანის/მარწყვის, ორცხობილის და რძიანი შოკოლადის ნაზავია. ხოლო თუ თქვენ ხორცის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად მიირთვით გიროსი, რომელიც ხორცის, ბოსტნეულისა და კარტოფილი ფრისგან მზადდება.

ღამის ცხოვრება:

როგორც აღინიშნა, სალონიკი სტუდენტურ ქალაქს წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქალაქში შეხვდებით მრავალ კლუბს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ბრძანდებით და დააგემოვნოთ განსხვავებული გემოს მქონე ბერძნული კოქტეილები.

ასე რომ, თუ არჩევანი სალონიკში მოგზაურობაზე შეაჩერეთ, წინ ნამდვილად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღეები გელოდებათ.

გაზიარება: