- რომში ადგილობრივი ტაქსი ძალიან ძვირია, იყიდეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი და იარეთ ფეხით, ან ისარგებლეთ GEO TAXI-ს სერვისით და ქართველი ემიგრანტების იაფი მომსახურებით.
- იტალიაში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.
- ვინაიდან რომში ყოველთვის ძალიან ბევრი ტურისტია, ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალიერება დილით ადრე ან გვიან საღამოს ჯობია დაგეგმოთ. მაგალითად, უმჯობესია, ტრევის შადრევანი დილის 3 დან 6 საათამდე მოინახულოთ.
- ნუ იფიქრებთ, რომ რომის ისტორიის ნახვა მხოლოდ მუზეუმებში შეგიძლიათ, ესტუმრეთ ტაძრებს, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ულამაზესი არქიტექტურის და უამრავი ღირშესანიშნაობის ნახვა.
- დაიწყეთ დილა უგემრიელესი იტალიური კაპუჩინოთი, რაც ტკბილი და შთაბეჭდილებებით სავსე დღის საწინდარი იქნება.
- რესტორანში კარგად დაათვალიერეთ მენიუ, რომში პიცის და პასტის გარდა კიდევ უამრავი საინტერესო კერძია. ტკბილეულობის დაგემოვნებისას კი არ დაგავიწყდეთ მიირთვათ უგემრიელესი ტირამისუ/Tiramisù, რაც სიტყვასიტყვით — „აღმაფრთოვანე“-ს ნიშნავს.
- თუ გსურთ, რომ იტალიაში თავი უფრო მიღებულად და შინაურულად იგრძნოთ, ადგილობრივებს იტალიურ ენაზე მიესალმეთ და ნახავთ, რომ მხოლოდ ერთი ‘ciao’ -ც კი საკმარისია დიდი სითბოს მისაღებად.
- უმჯობესია, რომში სამოგზაუროდ ზაფხულის ნაცვლად სხვა პერიოდი შეარჩიოთ. ზაფხულში რომში ძალიან ცხელა და ამასთან, უამრავი ტურისტია.
- უმჯობესია, მუზეუმების და სხვა ღირშესანიშნავი ადგილების ბილეთები ონლაინ შეიძინოთ, რათა ძალიან დიდ რიგში არ მოგიწიოთ დგომა.
- და ბოლოს, რომიდან იტალიური ღვინის დაგემოვნების გარეშე არ წამოხვიდეთ.
