როუმინგი და მოგზაურობა – როგორ შევამციროთ სატელეკომუნიკაციო ხარჯები?

„როუმინგზე ვარ, სწრაფად მითხარი!“ – ეს სიტყვები ალბათ ხშირად მოგვისმენია. მართლაც, მოგზაურობისას როუმინგული ხარჯები საკმაოდ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. მხოლოდ შერჩეულ ნომრებზე ზარის პასუხი, საუბრისას წუთების კონტროლი, მობილური ინტერნეტ სერვისის გააქტიურებაზე უარის თქმა – ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი მობილური ოპერატორების როუმინგულ მომსახურებასთან. ვინაიდან ზემოთქმული სერვისები მომხმარებლისთვის საკმაოდ ძვირი და არაკომფორტულია, ქართული კომპანია „გლობალ სელი“ გვთავაზობს მუდმივმოქმედ საერთაშორისო სიმ-ბარათებს უფასო ზარებით როუმინგში. გლობალ სელის ნომრით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, ე.ი. კომპანია გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ ერთი სიმით მთელ მსოფლიოში და საგრძნობლად დავზოგოთ სატელეკომუნიკაციო როუმინგული ხარჯები. გამავალი ზარისა და SMS-ის ღირებულება იწყება მხოლოდ და მხოლოდ 0.05$-დან. 1 MB ინტერნეტის განფასება კი – 0.005$-დან.

კომპანია გლობალ სელის ახალი ტიპის სიმ-ბარათი „Direct SIM“ კი ახალი, გამარტივებული სისტემით ფუნქციონირებს, რაც გულისხმობს, რომ გამავალი ზარების განხორციელება შესაძლებელია Call Back ფუნქციის გარეშე. აღნიშნული პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ჩვენს დროზე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. დამატებით, გლობალ სელის ნომერზე შესაძლებელია გააქტიურდეს როგორც ქართული, ასევე ბრიტანული და ამერიკული ნომრებიც. და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, კომპანია გლობალ სელის ინოვაციური სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში შემდეგი ექსკლუზიური პირობებით:

  • შემომავალი ზარი – უფასო
  • შემომავალი SMS – უფასო
  • გამავალი ზარი – 0.05$-დან
  • გამავალი SMS – 0.05$-დან
  • 1 MB ინტერნეტი – 0.005$-დან
  • მუდმივმოქმედი ნომერი
  • არანაირი სააბონენტო გადასახადი
  • 24 საათიანი უფასო სატელეფონო და CHAT მომსახურება

შესაბამისად, როუმინგული სერვისით სარგებლობა ფუფუნების საგანს ნამდვილად აღარ წარმოადგენს, ვინაიდან ის უკვე ყველა მოგზაურისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი და კომფორტულია.

გაზიარება: