მოგზაურობა ულამაზეს რიგაში

რიგა – ლატვიის დედაქალაქი გამოირჩევა თავისი მომნუსხველობით და ნამდვილად არც ერთ მნახველს არ ტოვებს გულგრილს. ქალაქში შეხვდებით ძველი და ახალი დიზაინის ნაგებობების ულამაზეს ნაზავს.

ტრანსპორტი:

რიგის მიმართულებით ფრენები ხორციელდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ ავიაბილეთს თვეებით ადრე შეიძენთ, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარის გადახდა მოგიწიოთ. რაც შეეხება ადგილობრივ ტსანსპორტს, ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად, გადაადგილებისთვის ტურისტთა უმეტესობა რიგაში ფეხით სიარულს ამჯობინებს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკმაოდ მოქნილი სისტემაა წარმოდგენილი ლატვიაში. ქალაქში მოძრაობს როგორც ავტობუსი, ასევე ტრამვაი და ტროლეიბუსი. ერთჯერადი მგზავრობა 2 ევროს ფარგლებში მერყეობს, ხოლო დღიური სამგზავრო ბილეთს შეძენისას მგაზვრობის ფასი დაახლოებით 40%-ით იკლებს.

ღირსშესანიშნაობები:

ქალაქის დათვალიერება უნდა დაიწყოთ რატუშას მოედნით, რომელიც წარმოაგენს რიგის ცენტრალურ ნაწილს. მოედანზე რატუშას კოშკთან ერთად, აუცილებლად მოინახულეთ შავთავიანთა სახლი. მოედნის ცენტრში შეხვდებით როლანდას კანდაკებას, რომელიც პოლიტიკური ერთიანობის სიმბოლოა. შთამბეჭდავი სანახავია „სამი ძმა“ არქიტექტურის მუზეუმიც (მაზა ფილის ქუჩა), რომელიც 15-16 საუკუნით თარიღდება. რიგის მეორე ცნობილი ლოკაციაა დომის მოედანი, სადაც შეხვდებით დომის ულამაზეს საკათედრო ტაძარს.

კვება:

რიგაში წარმოდგენილიანმრავალი სტილის კაფე-რესტორნები და ბარები. რაც შეეხება ფასებს, 1 ადამიანზე საშუალოდ 20-30 ევრო უნდა გათვალოთ. ადგილობრივი სამზარეულო მდიდარია სხვადასხვა სახის წვნიანითა და რძის ნაწარმით. აქვე შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ლუდიც. თუ საკვებს მარკეტში შეიძენთ, კვებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს საკმაოდ დაზოგავთ.

ტელეკომუნიკაცია:

ლატვიაში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.005$-დან.

გაზიარება: