5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ პრაღაში მოგზაურობისას
პრაღა, ჩეხეთის დედაქალაქი, თავისი კლასიკური და ბოჰემური სტილის ნაზავით ნამდვილად რჩება თითოეული ვიზიტორის გონებაში. ქალაქი ზღაპარი – მრავალ ბლოგსა თუ სტატიაში მსგავსს სიტყვათა წყობას პრაღის მიმართ ხშირად შეხვდებით. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ 5 რჩევას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩეხეთის დედაქალაქში მოგზაურობისას. 1. პრაღაში ყოფნისას, პირველი, რაც უნდა მოინახულოთ არის ძველი ქალაქის მოედანი. სწორედ აქ იგრძნობა პრაღის ქალაქის არქიტექტურული სტილის სიდიადე. დამატებით, რაც აუცილებლად უნდა იხილოთ, არის რატუშას კოშკზე მდებარე ასტრონომიული საათი, რომელიც პრაღის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. საათი მე-15 საუკუნეშია შექმნილი და ყოველ საათში ერთხელ რეკავს.   2. პრაღა არ უნდა დატოვოთ ისე, რომ არ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჩეხური ლუდი. ერთი ადგილობრივი ჩეხი, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად გერმანელებიც კი ჩადიან ჩეხეთში ადგილობრივი ლუდის დასაგემოვნებლად. დამატებით, ლუდი გამოიყენება მრავალ კერძშიც, ვინაიდან ჩეხების თქმით, ლუდი კერძს უფრო მეტ არომატს და განსხვავებულ გემოს სძენს.   3.აუცილებლად უნდა ეწვიოთ მსოფლიოს ულამაზეს ბიბლიოთეკას. პრაღის ბიბლიოთეკა ისტორიულ კომპლექსში, სტრახოვის მონასტერშია განთავსებული და ის ბაროკოს სტილის არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. შეუძლებელია მისი ნახვისას ვიზიტორი არ მოინუსხოს ბიბლიოთეკის მართლაც რომ დიადი სილამაზით.   4. საღამო ხანს აუცილებლად მოინახულეთ კარლოსის ხიდი. ხიდი პრაღის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს და ქალაქს რომანტიკის ხიბლს ჰმატებს. კარლოსის ხიდს მაგიურსაც უწოდებენ, რადგან მასზე სრულდება ოცნების ჩაიფიქრების რიტუალი (სკლუპტურაზე ხელის დადება და სურვილის ჩაფიქრება).   5. და ბოლოს, გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო/ვიდეო, გააკეთეთ ჩანაწერები და მაქსიმალურად აღბეჭდეთ თითოეული კადრი თქვენს გონებაში, ვინაიდან სახლში დაბრუნების შემდგომ კვლავ შეძლოთ ზღაპრულ ქალაქში ვირტუალურად მოგზაურობა.
გაზიარება: