პიზის დახრილი კოშკი

„დახრილი კოშკი“ – ასე იცნობენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. „დახრილი კოშკი“ (იგივე პიზის კოშკი) მდებარეობს იტალიის ქალაქ პიზაში. ნაგებობა წარმოადგენს ქ.პიზის კათედრალური ტაძრის სამრეკლოს. მისი მშენებლობა მე-12 საუკუნეში დაიწყო და 200 წელს გასტანა. კოშკს გააჩნია 294 საფეხური. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს შექდგენს 55,86 მეტრს, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს – 56,7 მეტრს. იგი აშენებულია თეთრი მარმარილოს ქვით. პირველი სართული თაღოვანია, ხოლო დანარჩენი სართულები გარშემორტყმულია გალერეებით. კოშკის ავტორი ამ ეტაპზე უცნობია. ვიზიტორების მხრიდან პიზის ღირსშესანიშნაობა მუდამ ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან იგი 3.54 გრადუსითაა გადახრილი სამხრეთის მხარეს. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა რომ ნაგებობის ასეთი დახრილობა მშენებლობის გეგმაში იყო, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. კოშკის გადახრა მისი მესამე სართულის აშენების შემდეგ დაიწყო. გადახრის მიზეზად კი მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები დასახელდა.

კოშკს დახრილობის გამო წაქცევის საფრთეც ემუქრებოდა. თუმცა, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კოშკის ღერძის დახრილობა 4 სანტიმეტრით შემცირდა, ამის მიზეზი კი სწორედ აღნიშნული გამაგრებითი სამუშაოები იყო, რამაც შედეგი გამოიღო და კოსნტრუქციის საძირკველს სიმყარე დაუბრუნა.  რეკონსტრუქციის განხორციელებისას  ნაგებობის მთავარი იერსახის დაკარგვა არ გვქონია სახეზე. თავდაპირველად ყოველ წელს კოშკი 1მმ-ით იხრებოდა, ახლა კი წაქცევის საფრთხე აღარ არსებობს.

გაზიარება: