მსოფლიოს 10 უცნაური საახალწლო ტრადიცია
  1. ესპანეთი – ესპანელებს სჯერათ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ, მომავალი წელი ბედნიერების მომტანი იქნება.
  2.  რუმინეთი – აქ ახალი წლის დადგომასთან ერთად რკინის მონეტებს ყრიან მდინარეში, რაც მათი რწმენით ბარაქისა და კარგი ფინანსური შემოსავლის საწინდარი იქნება.
  3. ირლანდია – ირლანდიის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს პურის ნატეხებს ესვრის კედელს და სჯერათ, რომ ეს ავი სულების განდევნას ემსახურება.
  4. საბერძნეთი – ბერძნული ოჯახის უფროსი ზუსტად ღამის 00:00 საათზე ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ მთელი წლის მანძილზე ეს ოჯახი ბედნიერი იქნება.
  5. შოტლანდია – ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის ცუდი მოგონებების დაწვის სიმბოლოა.
  6. რუმინეთი – ახალი წლის ღამეს გასათხოვარი ქალები ჭასთან მიდიან, ანთებენ სანთელს და სჯერათ, რომ ჭის წყალში მომავალი მეუღლის სახეს დაინახავენ.
  7. კუბა – აქ ახალი წლის დადგომამდე ჭურჭელს წყლით ავსებენ და ღამის 00:00 საათზე წყალს ფანჯრებიდან ასხამენ. კუბელებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის შემდეგ მათი ცხოვრება წყალივით სუფთა და ნათელი იქნება.
  8. გერმანია – აქ საკმაოდ უცნაურ ტრადიციას ვხვდებით, რომელიც „ტყვიის ჩამოსხმის“ ტრადიციის სახელითაა ცნობილი. გერმანელები ტყვიის ნაჭერს ადნობენ და ჭურჭელში ასხამენ. თუ ტყვიამ მრგვალი ფორმა მიიღო, ეს ბედნიერების მომტანი იქნება, ხოლო ჯვრის ფორმა – უბედურების.
  9. ინდოეთი – აქ ახალ წელს წელიწადში 8-ჯერ აღნიშნავენ და მზის ამოსვლასთან ერთად ხვდებიან. ახალი წელი მათ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრსა და აღნიშნულის გამოსწორების გზების ძიებასთან ასოცირდება. შემდგომ კი როგორც ოჯახებში, ასევე ინდოეთის ქუჩები დიდი მხიარულება იწყება.
  10. საქართველო – ჩვენც საკმაოდ უცნაური, თუმცა ლამაზი ტრადიცია გვაქვს – მეკვლის ტრადიცია. მეკვლე არის ის ადამიანი, რომელიც ახალ წელს პირველად შემოაბიჯებს ჩვენი სახლის კარებში. ჩვენი რწმენით, სწორედ მეკვლე განსაზღვრავს დამდეგი წლის ბედს, ამიტომაც მის შერჩევას საკმაოდ სიფრთხილით ვეკიდებით. როგორც წესი, მეკვლეს ამ დროს თან უნდა ჰქონდეს ტკბილეული, რათა ოჯახში სიხარული შემოიტანოს.
გაზიარება: