5 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ მილანში მოგზაურობისას

მილანი იტალიის ერთ-ერთი თანამედროვე ქალაქია. იგი აერთიანებს სილამაზეს, მოდასა და ხელოვნებას. განსხვავებით იტალიის სხვა ქალაქებისგან, იგი თავიდანვე არ იხსნება. მას გარკვეული დროით სჭირდება შეცნობა და გამოკვლევა. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მილანის 5 გამორჩეულ ადგილს, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

  1. მილანის ტაძარი დუომო

გოთიკის სტილში აგებული კათედრალური სტილის ტაძარი მილანის ყველაზე დიდი სიამაყეა. დუომოს 2245 მარმარილოს სტატუა ამშვენებს, ხოლო  სახურავს 135 ქიმი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარში 40 000 დასაჯდომი ადგილია, კარგ ამინდში კი – მისი კოშკებიდან  ალპური მწვერვალების დანახვაც შესაძლებელია.

 

  1. სფორცას ციხესიმაგრე

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ციხესიმაგრე XV საუკუნეში ააგეს მილანელი ჰერცოგების რეზიდენციად. დღეს კარი ყველასთვის ღიაა, სადაც არა მარტო წარჩინებულთა ყოფაზე შეიტყობთ, არამედ ცნობილი იტალიელების ხელოვნების ნიმუშებსაც იხილავთ.

 
  1. ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა

იტალიის სამეფოს პირველი მეფის, ვიქტორ ემანუელ მეორეს სახელობის სავაჭრო პასაჟი მილანის ორ მოედანს – პიაცა დელ დუომოს და პიაცა დელა სკალას აერთიანებს, გალერეაში შუშის გუმბათის ქვეშ კი, უამრავი ბუტიკი, სუვენირების მაღაზია და კაფეა თავმოყრილი. შენობა აგებულია 1861 წელს, ჯუზეპე მენგონის მიერ.

 

  1. პინაკოთეკა ბრერა

იტალიელი ოსტატების შედევრების გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბრერას სურათების გალერეაა – მილანის უმსხვილესი მუზეუმი. გალერეაში შესვლის ღირებულება 10 ევროს შეადგენს.

 

  1. ლა სკალას თეატრი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი ოპერის თეატრი მე-17 საუკუნეში გაიხსნა და პირველი სცენარი, რომელიც ამ თეატრში დაიდგა, ანტონიო სალიერის „აღიარებული ევროპა“ გხლავთ. სწორედ აქ შედგა პუჩინისა და ვერდის ოპერების პრემიერები. დღეს ლა სკალას თავისი მუზუმიც აქვს, სადაც თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი ინახება.

გაზიარება: