მარსელი – საფრანგეთის მარგალიტი

მარსელი წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის უმნიშვნელოვანეს საპორტო ნაწილს. იგი საფრანგეთში პარიზის შემდეგ მეორე ქალაქია როგორც ტერიტორიის სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით.

ტრანსპორტი:

მარსელის მიმართულებით ავიარეისები სრულდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ამ უკანასკნელიდან ავიაბილეთის ღირებულება კი მიმდინარე პერიოდისთვის სულ რაღაც 10 ევროდან იწყება, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის წინაპირობაა. აეროპორტიდან ტრანსპორტირების ღირებულება 5-დან 9 ევრომდე მერყეობს (ავტობუსი, მატარებელი). დამატებით, გაითვალისწინეთ, რომ ღამის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და მოგიწევთ ტაქსით მგზავრობა, რაც დაახლოებით 70-100 ევრო დაგიჯდებათ. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, ამ შემთხვევაში გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ საკმაოდ მოქნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორიცაა მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, წყლის ტრანსპორტი.

ღირსშესანიშნაობები:

მარსელში არსებულ კლდოვან ნაწილს უნიკალურად ეხამება არსებული არქიტექტურა. ქალაქის მონახულება უნდა დაიწყოთ ძველი პორტიდან, რაც მარსელის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს წარმოადგენს. აქ შეხვდებით ბაზილიკა ნოტრდამ დე ლა გარდს ღვთისმშობლის უნიკალური ქანდაკებით. აუცილებლად უნდა მოინახულოთ ციხესიმაგრე იფი, საიდანაც უნიკალური ხედები იშლება. ასევე, ულამაზესია მარსელის მე-19 საუკუნის საკათედრო ტაძარი, რატუშა, ფაროს სასახლე და სხვა. მუზეუმის მოყვარულებს მარსელი გთავაზობთ ისტორიის, თანამედროვე ხელოვნებისა და სხვა ტიპის მუზეუმებს.

კვება:

მარსელში უმეტესწილად შეხვდებით ისეთი სახის კვების ობიექტებს, სადაც წარმოდგენილია მრავალი სახის თევზის პროდუქტი, რაც პორტის ფონზე გასაკვირი ნამდვილად არ არის. დამატებით, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა წვნიანები და საერთაშორისო კერძები. ქალაქში ასევე შეხვდებით მრავალ პიცერიას, სადაც შესვლას აუცილებლად გირჩევთ. რესტორნებში ერთი ადამიანისთვის მენიუს ფასი 30 ევროდან იწყება, ხოლო თუ მარკეტში შეიძენთ საკვებს, თანხას ბევრად დაზოგავთ.

ტელეკომუნიკაცია:

საფრანგეთში  როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას.

გაზიარება: