მოგზაურობა ზღაპრულ მალტაში

მალტის კუნძულოვანი რესპუბლიკა ყველა ქვეყნისგან გამორჩეულია საკუთარი ინდივიდუალიზმითა და ცხოვრების სტილით. სწორედ ამიტომ, აქ მუდამ ტურისტების ბუმია. როდესაც ევროპის ქვეყნებში საკმაოდ ცივა, მალტის ჰაერი თითქის მუდმივად ინარჩუნებს სითბოს. დამატებით, მალტა გამოირჩევა საკმაოდ მისაღები ფასებითაც, რაც სამოგზაურო ბიუჯეტის დაზოგვაში ნამდვილად შეგიწყობთ ხელს. აქ არის ნამდვილი ფირუზისფერი წყალი, ოქროსფერი ქვიშა და მცხუნვარე მზე.

ტრანსპორტი/სასტუმრო:

მალტის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში 4-5 ევროს გადახდა მოგიწევთ ერთ ადამიანზე, ხოლო სასტუმროს ნომრის/ჰოსტელის ქირაობას ერთი ღამით 15 ევროდან შეძლებთ. რაც შეეხება ქალაქში შიდა გადაადგილებას, ტურისტების უმეტესი ნაწილი ფეხით სიარულს ამჯობინებს, რადგან გარდა ულამაზესი სანაპიროებისა, ქალაქები გამოირჩევა ორიგინალური და განსხვავებული არქიტექტურული ნაგებობებით. ასე რომ, ფეხით სიარული ნამდვილად არ მოგბეზრდებათ მალტაში.

ღირსშესანიშნაობები:

მალტას დედაქალაქია ვალეტა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, გამოირჩევა მოყვითალო ფერის შენობებით, რაც ქალაქს უფრო ნათელსა და პოზიტიურს ხდის. ვალეტაში პოპულარული ტურისტული ადგილების რიცხვს მიეკუთვნება წმ. ჯონის სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ასევე, აუცილებლად მოინახულეთ კარავაჯოა, სადაც ინახება იტალიელი ფერმწერის „იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა“.

მალტაში ასევე წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თეატრი „კუნძულის თეატრი“. იგი გამოირჩევა გასაოცარი აკუსტიკით, რაც სცენის ქვეშ არსებული წყლის ცისტერნების დამსახურებაა. ქვეყნის ერთ-ერთ ცნობილ ლოკაციას წარმოადგენს კუნძული გოძო, რომელზეც გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ. თავისუფალ დროს კი გაისეირნეთ ნავებით, რადგან ეს ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

კვება:

მალტაში წარმოდგენილია მრავალი კაფე-ბარი, რესტორანი და კლუბი. აქ მუდმივად შეიგრძნობთ ცხოვრების აქტიურ სტილს. თუ საშუალო კლასის კვების ობიექტში მიირთმევთ საჭმელს, ერთ ადამაინზე დაახლოებით 10 ევრო უნდა განსაზღვროთ. ხოლო თუ სუპერმარკეტში შეიძენთ საკვებს, 10 ევროდ ორი ადამიანიც კი გემრიელად დანაყრდებით. მალტაში მთავარ კერძებს, ბუნებივრია, ზღვის პროდუქტები წარმოადგენს.

ტელეკომუნიკაცია:

როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 0.006 დოლარიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

ასე რომ, თუ მალტაში მოგზაურობას აპირებთ, წინ გელოდებათ ნამდვილი ზღაპრული სამყარო და საოცარი შთაბეჭდილებები.

გაზიარება: