მოგზაურობა ლონდონში

ლონდონი – წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, სადაც მუდამ ტურისტების ბუმია. იგი განსხვავდება ევროპის სხვა ქალაქებისგან საკუთარი ინდივიდუალიზმით. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში წარმოდგენილია მრავალი ისტორიული ნაგებობა, მუზეუმები, კაფე-რესტორნები, ღამის კლუბები და სხვა. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ იმ 5 ლოკაციას, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლონდონში მოგზაურობის დროს.

ადგილი, რითაც უნდა დაიწყოთ ლონდონიც გაცნობა, რა თქმა უნდა, არის ბუკინგემის სასახლე. იგი წარმოადგენს ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციას. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. შეუძლებელია სასახლის როგორც გარე, ასევე შიდა ინფრასტრუქტურამ და ინტერიერმა აღტაცებაში არ მოიყვანოს თითოეული მნახველი.

ბიგ-ბენი წარმოადგენს უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარს. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს. თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა. ნაგებობა ლონდონში გადაღებულ ფილმთა მთავარი მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.

ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ), რომელიც ქალაქის სიმბოლოდ არის მიჩნეული. იგი ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. 1999 წელს აგების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში.

ლონდონი სიტი არის ლონდონისა და მთელი დიდი ბრიტანეთის საქმიანი და ფინანსური ცენტრია. მე-19 საუკუნეში სიტი იყო მსოფლიოს პირველი ბიზნეს-ცენტრი და იგი დღემდე რჩება მთავარი შეხვედრების ადგილად ბიზნესებისთვის. 2011 წლის აღწერის მიხედვით, სიტიში 7 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველდღიურად აქ 300 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ძირითადად საფინანსო მომსახურების სექტორში.

ლონდონში ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ადგილს წარმოადგენს მადამ ტიუსოს მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პოლიტიკოსების, მსახიობების და სხვა ცნობად სახეთა ცვილის ფიგულები, სამეფო ოჯახით დაწყებული და ლეიდი გაგათი დამთავრებული.

გაზიარება: