კრაკოვი – უძველესი სამეფო ქალაქი

კრაკოვი – პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქალაქი, რომლის სრული სახელწოდებაც ასე ჟღერს – სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული.

ტრანსპორტი:

კრაკოვის მიმართულებით ფრენები ხორციელდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ ავიაბილეთს თვეებით ადრე შეიძენთ, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარის გადახდა მოგიწიოთ. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, ტურისტების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ფეხით სიარულს ამჯობინებს, ვინაიდან თითქმის ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან ტრამვაით. გარდა ამისა, სამეფო ქალაქში გადასაადგილებლად ხშირად იყენებენ ველოსიპედის გაქირავების ცენტრების სერვისს. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ კრაკოვში დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს და გამოიყენოთ GEO TAXI-ს სატრანსპორტო მომსახურება.

კომუნიკაცია:

პოლონეთში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.009$-დან.

ღირსშესანიშნაობები:

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის თითოეული არქიტექტურული ნამუშევარი გამოირჩევა თავისი ისტორიული სიდიადითა და პომპეზურობით. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიგრძნობა, რომ იმყოფებით ისტორიულ სამეფო ქალაქში. კრაკოვი 18 რაიონად იყოფა, რომელთაგან გამორჩეულია I რაიონი, სადაც ღირსშესანიშნაობათა უმეტესობას შეხვდებით. ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს XIII საუკუნის ბაზრის მოედანი (Rynek Główny), სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ რატუშა, ადამ მიცკევიჩის ძეგლი, წმ. ვოიცეხის ეკლესია, წმ. მარიამის ბაზილიკა და ზბარასკის სასახლე. გარდა ზემოჩამოთვლილისა, აუცილებლად სანახავ ადგილთა სიას განეკუთვნება ებრაული დასახლება „კაზიმეჟი“ და კრაკოვის ზოოპარკი. ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს ვაველის სასახლე. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მის ეზოში შეხვდებით ევროქალაქების აბრას, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიც წერია.

კულინარია:

კრაკოვის ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა კაფე-რესტორნების სიმრავლითაც, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური კერძები. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეფო ქალაქში შეხვდებით ქართულ რესტორანსაც, სახელწოდებით „Gruzinskie Chaczapuri“ (ქართული ხაჭაპური), რომელიც ტურისტთა სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა.

შოპინგი:

როგორც ყველა ტურისტულ ქალაქში, კრაკოვშიც მრავლად შეხვდებით საშოპინგო ადგილებს. სამეფო ქალაქში შეძლებთ ეწვიოთ როგორც ბაზრობებსა და ბუტიკებს, ასევე დიდ სავაჭრო ცენტრებს, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ ეროვნული სუვენირები, ცნობილი ბრენდების სამოსი და ა.შ.

ასე რომ, მოგზაურობის მოყვარულთათვის კრაკოვი ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ქალაქს წარმოადგენს. პომპეზური ქალაქის ქუჩებში სეირნობისას გრძნობ, თუ როგორ ცოცხლდება შენ წინაშე ისტორია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ-ახალი თავგადასავალი იწყება.

გაზიარება: