იერუსალიმი – მოგზაურობა წმინდა მიწაზე

იერუსალიმი — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის – იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევართათვის. ქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტების რიცხვი განსაკუთრებულ პიკს აღწევს აღდგომის დღესასწაულის პერიოდში.

რა უნდა მოვინახულოთ იერუსალიმში?

თანამედროვე იერუსალიმში შეხვდებით ძველ და ახალ ქალაქს. ქალაქის ახალ ნაწილშია თავმოყრილი არქეოლოგიური პარკი, მეფე ჰუსეინის სასახლე და აკაციების კორომი. იერუსალიმის ცენტრალურ უბანს კი მიეკუთვნება ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც იყოფა 4 რაიონად: ქრისტიანული, ებრაული, მუსულმანური და სომხური. თითოეულ ნაწილში თავმოყრილია ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილს წარმოადგენს.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი – იგი აღმართულია გოლგოთას ბაღის ადგილზე და წარმოადგენს ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ წმინდა ნაგებობას. ეს ის ადგილია, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და დაკრძალეს.

მწუხარების (გოლგოთას) გზა – წარმოადგენს ქრისტეს უკანასკნელ გზას, რომელიც მან განვლო ჯვარცმამდე. იერუსალიმში მყოფი ბევრი მორწმუნე თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ თავადაც განვლოს ეს გზა ფეხით.

მარია მაგდალინელის მონასტერი – აგებულია იმ ადგილზე, სადაც იესო ქრისტემ უკანასკნელად ილოცა მის შეპყრობამდე.

გოდების კედელი – წარმოადგენს იუდაიზმის მთავარ სიწმინდეს. კედლის ქვებს შორის მორწმუნეები ფურცელზე დაწერილ საკუთარ სურვილებს ტოვებენ და სჯერათ, რომ მათი ნატვრა აუცილებლად ახდება.

დავითის ქალაქი – წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ადგილს იერუსალიმში. აქ შეხვდებით უძველესი სასახლის ნანგრევებს, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია.

კლდის გუმბათის მეჩეთი – წარმოადგენს მუსულმანებისთვის წმინდა ადგილს. მათი რწმენით, სწორედ აქ ამაღლდა მუჰამედი.

ოქროს კარიბჭე – წარმოადგენს დიდი ისტორიის მქონე ნაგებობას, რომელიც რამდენიმე ათასწლეულით თარიღდება. თავდაპირველად მისი მიზანი ქალაქის დაცვა და გამაგრება იყო, თუმცა ახლა იგი ერთ-ერთი ნახვადი ტურისტული ადგილია.

წმინდა ჯვრის მონასტერი – წარმოდგენილია იერუსალიმის ცენტრალურ ნაწილში. ნაგებობას გარდა რელიგიური დანიშნულებისა, მუზეუმის ფუნქციაც აქვს და ღიაა თითოეული ტურისტისთვის.

ბიბლიური ზოოპარკი – წარმოადგენს ერთ-ერთ უნიკალურ ზოოპარკს მსოფლიოში, ვინაიდან აქ თავმოყრილია ყველა ის ცხოველი, რომელიც მოხსენიებულია საღვთო წერილში.

ტრანსპორტი:

იერუსალიმის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით, რომლის ბილეთის ღირებულება დაახლოებით 18 შეკელს შეადგენს (1 შეკელი = 0.75 ლარი). უშუალოდ ქალაქის ქუჩებში გადაადგილების კუთხით ტრანსპორტის სფერო ძალიან მოწესრიგებული და მორგებულია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე ტურისტებზეც. ვიზიტორების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ფეხით სიარულს ამჯობინებს, თუმცა, თუ ტრანსპორტით სარგებლობა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ იმგზავროთ სტანდარტული ავტობუსით, ტრამვაით ან ე.წ. ტურისტული ავტობუსით. ტურისტული ავტობუსი ქალაქის ვიზიტორებისთვის ნამდვილად პრაქტიკულია, ვინაიდან მისი მარშრუტი ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან მიგიყვანთ.

კომუნიკაცია:

ისრაელში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.005$-დან.

ასე რომ, იერუსალიმი ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ქალაქს, რომლის ქუჩებში სეირნობისას თქვენ წინაშე ცოცხლდება მრავალი ისტორიული/რელიგიური მოვლენა. წმინდა მიწა თითოეული ვიზიტორისთვის სრულიად ახალი, ისტორიული განზომილებაა.

გაზიარება: