სტამბოლი – ძველი და ახალი კულტურის კვეთა

სტამბოლი – იგი ყველაზე არაორდინალურ, დიდებულ და საინტერესო ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. თურქეთის დედაქალაქი წარმოადგენს ხიდს ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თანამედროვე დასავლეთს შორის. ტურისტების სიმრავლით სწორედ ქალაქის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა, თუმცა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შეცნობით ხართ დაინტერესებული, ასეთ შემთხვევაში სტამბოლის აღმოსავლეთს უნდა ეწვიოთ.

ტრანსპორტი:

ქალაქში შეხვდებით საკმაოდ მრავალფეროვან სატრანსპორტო სისტემას. აქ წარმოდგენილია მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, სამარშუტო ტაქსი (დოლმუში), ტაქსი და წყლის ტრანსპორტი. ყველაზე მეტად მოსახერხებელ ტრანსპორტს ტურისტებისთვის ტრამვაი წარმოადგენს, ვინაიდან მისი მარშრუტი თითქმის ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობას მოიცავს. ღამის საათებში კი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსის სერვისით სარგებლობაა. თითოეულ ტაქსში დამონტაჟებულია სპეციალური მრიცხველი, რომელიც თითო კილომეტრზე 2 ლირამდე წერს.

ღირსშესანიშნაობები:

სტამბოლის დათვალიერება სტანდარტულად მის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი აია სოფიას ტაძრისა და ცისფერი მეჩეთის მონახულებით უნდა დაიწყოთ. აია-სოფია ვიზიტორებს ორშაბათობით არ მასპინძლობს, რაც გასათვალისწინებელია ტურის დაგეგმვის დროს. ასევე აუცილებლად უნდა ეწვიოთ თოფქაფის სასახლეს, ჰარამხანას, დოლმაბაჰჩეს სასახლეს, გალათასა და ქალწულის კოშკს. დამატებით, გირჩევთ გაისეირნოთ ბორანით ბოსფორზე, რაც ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

კვება:

ქალაქში წარმოდგენილია თითქმის ყველანაირ ბიუჯეტზე მორგებული საკვები ობიექტები. საშუალოდ 1 ადამიანზე საშუალო კლასის რესტორანში 30 ლირამდე უნდა გათვალოთ, ხოლო თუ სწრაფი კვების ობიექტებში წაიხემსებთ, 10 ლირაც კი საკმარისია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მცირე ბიუჯეტითაც კი გაწვდებით საკმაოდ გემრიელ და ნოყიერ საკვებს. სტამბოლში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ქაბაბი შამფურზე, რაჰათ-ლუქუმი და ფახლავა, ხოლო სასმელებიდან, რა თქმა უნდა, თურქული ჩაი.

შოპინგი:

სტამბოლზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი „გრანდ ბაზარი“, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, რასაც ეძებთ: საკვებით დაწყებული, ტანისამოსით დამთავრებული.

კომუნიკაცია:

თურქეთში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

გაზიარება: