მოგზაურობა ჰურგადაში

სუსხიან დეკემბერში მცხუნვარე მზის ქვეშ დასვენების მოწყობა მართლაც რომ სწორი არჩევანია. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, დროა გეზი ეგვიპტისკენ აიღოთ. დეკემბრიდან მარტამდე ეგვიპტეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20-დან 30 გრადუსამდე მერყეობს, რაც ზამთრის ფონზე მშვენიერი ტემპერატურაა. ამ ბლოგში შევეხებით ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტს – ჰურგადას.

ჰურგადა ტურისტების ნაკლებობას თითქმის არასდროს არ უჩივის, განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. რაც შეეხება ფრენებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეგვიპტის მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი ფრენები. რა დაგხვდება ჰურგადაში? მცხუნვარე მზე, ფირუზისფერი წყალი და ოქროსფერი ქვიშა. დიახ, ზუსტად ისე, როგორც ფილმებშია. როგორც წესი, ჰურგადის 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საკმაოდ დადებით შეფასებას იმსახურებენ ვიზიტორებისგან, რადგან გარემო და სერვისი მართლაც რომ გამორჩეულია. უმეტესწილად, სასტუმრო მოიცავს ALL INCLUSIVE კვებას, რომელიც მრავალფეროვნების კუთხით ნამდვილად იწონებს თავს. აღნიშნული ტიპის სასტუმროებში, როგორც წესი, წარმოდგენილია აუზები, აკვა-პარკი, სატრენაჟორო დარბაზი და გართობის სხვა საშუალებები. დამატებით, ჰურგადაში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა ეზიაროთ დაივინგს და შეიცნოთ წითელი ზღვის უმშვენიერესი წყალქვეშა სამყარო. დაივინგის ღირებულება ერთ პერსონაზე დაახლოებით 20-25$-ის ფარგლებში მერყეობს. დამატებითი წყალქვეშა ფოტომომსახურების საფასური კი 10$-ს შეადგენს. და ბოლოს, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ აქლემებით და კვადროციკლით, რაც დაუვიწყარ ემოციებს შეგიქმნით.

ჰურგადა გათვლილია ყველა კატეგორიის ადამიანზე: წყვილებზე, მეგობრებზე, ოჯახზე და ა.შ. აქ შეგიძლიათ მოიწყოთ ნამდვილი ზაფხული შუა ზამთარშიც კი.

გაზიარება: