5 ქალაქი რომელიც უნდა მოინახულოთ გერმანიაში მოგზაურობისას

გერმანია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენს. გერმანიაში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ვინაიდან მისი თითოეული ქალაქი თუ რაიონი სრულიად ახალ და განსხვავებულ განზომილებას სთავაზობს ვიზიტორებს. ამ ბლოგში კი გაგაცნობთ იმ 5 ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ გერმანიაში მოგზაურობისას.

ბერლინი – ქვეყნის მონახულება გირჩევთ დაიწყოთ დედაქალაქით, რომელიც წარმოადგენს ევროპის გამორჩეულ მეგაპოლისს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ცოცხალი და მყუდრო ქალაქია. ბერლინი გამოირჩევა კლუბების, მუზეუმებისა და სავაჭრო ცენტრების სიმრავლით. თუ თქვენ გიზიდავთ ხმაურიანი და აქტიური ცხოვრების სტილი, ბერლინი ნამდვილად სწორი არჩევანია. ბერლინში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ რეიხსტაგი, ბრანდენბურგის კარიბჭე, ბერლინის კედელი, ახალი სინაგოგა, ასევე ბულვარი კურფიურსტენდამი, ბერლინის ზოოპარკი, ოპერა და სხვა. ბერლინში გამორჩეულ კლუბთა რიგს კი მიეკუთვნება კლუბი 90˚, Boudoir, 2Be და Icon.

 

მიუნხენი – ბავარიის დედაქალაქია, რომელიც გარშემორტყმულია ალპებით. ადგილობრივი მოსახლეობა თავს თვლის პირველ რიგში ბავარიელად, ხოლო შემდეგ -გერმანელად. ეს არის ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი ლუდი, რომელსაც პირდაპირ კასრებიდან ასხავენ. ქალაქი ტურისტთა სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა ლუდის ფესტივალის დროს. გარდა ამისა, ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ინგლისური ბაღი, მარიენპლაზის დიდებული ზარები, ნიმპენბურგის სასახლე და ა.შ.

 

დრეზდენი – გერმანიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც გამოირჩევა თავისი ბაროკული არქიტექტურული სტილით. იმისდამიუხედავად, რომ ქალაქის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, ის კვლავ აგრძელებს ვიზიტორთა აღტაცებაში მოყვანას. ქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ Zwinger Palace და Fürstenzug.

 

ჰამბურგი – ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარეობს, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქს. ჰამბურგი გამოირჩევა პორტების სიმრავლით. ქალაქში ყოველწლიურად შეხვდებით პორტების ფესტივალსაც. სწორედ ჰამბურგიდან დაიწყო ცნობილმა მუსიკალურმა ბენდმა „The Beatles“ მოღვაწეობა. ჰამბურგში წარმოადგენილია ახალაშენებული ჰაფენსიტიც, რომელიც საყიდლების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია.

 

მიუნსტერი – დამოუკიდებელი ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს მხარის ჩრდილოეთ ნაწილში და მიიჩნევა ვესტფალიის რეგიონის კულტურულ ცენტრად. მიუნსტერს გერმანიის ველოსიპედების დედაქალაქს უწოდებენ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებს.  მიუნსტერთან ახლოს მდებაორებს ქ. ზენდენჰორსტი, რომელიც გამორჩეულია უნიკალური არიქტექტურული სტილით. ზენდენჰორსტში,შესაძლებლობა გაქვთ დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს და გამოიყენოთ GEO TAXI-ს სატრანსპორტო მომსახურება.

ასე რომ, გერმანიის თითოეული ქალაქი თუ რაიონი ნამდვილად  გამოირჩევა თავისი განსხვავებული, ინდივიდუალური სტილით, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, განსხვავებული კულტურის შეცნობა, აქტიური ცხოვრების ტემპი და უგემრიელესი ლუდი – ეს ის ყველაფერია, რაც პირდაპირ ასოცირდება გერმანიასთან.

გაზიარება: