ფლორენცია – იტალიის ქალაქ-მუზეუმი

ფლორენცია – არის იტალიის რესპუბლიკის ყოფილი ანტიკური დედაქალაქი, რომელიც ძვ.წ. I საუკუნეში აშენდა. ფლორენცია ყოველ სეზონზე ტურისტთა ახალ ნაკადს იღებს და აქტუალურობას არასოდეს არ კარგავს.

ტრანსპორტი:

ფლორენციაში ტურისტების უმეტესი ნაწილი ფეხით გადაადგილდება, ვინაიდან ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. დამატებით, ხშირად გამოიყენებენ ველოსიპედსაც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქში თქვენ შეხვდებით საკმაოდ კომფორტულ ავტობუსებსაც. ავტობუსით სარგებლობისთვის უნდა შეიძინოთ სპეციალური ბილეთი ან აბონიმენტი, რომლის ღირებულება 2-დან 18 ევრომდე მერყეობს.

კვება:

ფლორენციაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კილოგრამიანი სტეიკი, რომელიც ადგილობრივი მზარეულების ნამდვილ კულინარიულ შედევრს წარმოადგენს. დამატებით, ტრადიციული პასტა და პიცაც ძირითად კერძებს ეკუთვნის. ქალაქში შეხვდებით როგორც მაღალი კლასის რესტორნებს, ასევე საკმაოდ ბიუჯეტურ კვების ობიექტებსაც.

ღირსშესანიშნაობები:

ფლორენციაში თითოეულ ნაბიჯზე უძველესი კულტურული ძეგლი შეგხვდებათ, თუმცა რამდენიმე მათგანის გამოყოფაც შესაძლებელია. სანტა მარია დელ ფიორე წარმოადგენს ფლორენციის საკათედრო ტაძარს, რომელსაც ლათინური ჯვრის ფორმა აქვს. ასევე, აუცილებლად მოინახულეთ წმინდა მარიას ტაძარი, რომელიც მართლაც განსაცვიფრებელ სურათს შემოგთავაზებთ. დამატებით, ეწვიეთ ტაძართან ახლოს არსებულ მუზეუმს, სადაც იხილავთ მიქელანჯელოს, გიბერტის და სხვა გენიალური მხატვრების ნამუშევრებს.

ტელეკომუნიკაცია:

იტალიაში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

გაზიარება: