3 ქალაქი, რომელიც 2020 წლის ზამთარში უნდა მოვინახულოთ
  • ბრიუგე, ბელგია

ბრიუგე დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც განსაკუთრებულ სილამაზეს  ზამთრის პერიოდში იძენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიუგეს ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

ბრიუგეში მოგზაურობა განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა. აქ შეგიძლიათ გადაადგილებისთვის გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, გამოიყენოთ სანაოსნო არხებიც, რაც ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

თუ თოვლიანი ბრიუგეს ნახვის საშუალება მოგეცათ, ე.ი. ძალიან გაგიმართლათ, რადგან დათოვლილი ბრიუგე უფრო მეტად მყუდრო და სასიამოვნოა. თოვლიანი ბრიუგეს ქუჩებში სეირნობა ცხელი შოკოლადით მართლაც, რომ განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

  • ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი, როგორც წესი, ყოველ სეზონზე მოთხოვნად ტურისტულ ქალაქს წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზამთრის სეზონზე უნგრეთის დედაქალაქი ნამდვილად არ უჩივის ტურისტთა ნაკლებობას. პირიქთ, იგი წლის ამ პერიოდში ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია და ზამთრის ფონზე მისი მკაცრი და დახვეწილი ინფრასტრუქტურა უფრო მეტ სიდიადეს იძენს. ასე რომ, ბუდაპეშტის მონახულება ზამთარში სწორი არჩევანია.

  • პრაღა, ჩეხეთი

და, რა თქმა უნდა, ზღაპრული პრაღაც ტოპ სამეულშია. ჩეხეთის ნამდვილი მარგალიტი ყოველ სეზონზე გამორჩეულად ლამაზი და ინდივიდუალურია. თოვლიანი პრაღის ქუჩებში სეირნობა ცხელი სასმლით და უჩვეულო არქიტექტურის ხილვა თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

გაზიარება: