საშობაო სამზადისი ევროპის ქალაქებში
  1. ბუდაპეშტი, უნგრეთი
ადგილობრივი უნგრელებისთვის შობა ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაულია ახალ წელთან ერთად. სწორედ ამიტომაც, ქალაქის საშობაო მორთულება არავის დატოვებს გულგრილს. ამ დროს ცენტრალური ქუჩები გაფორმებულია მრავალი მოციმციმე ნათურით, საახალწლო დეკორაციებით და რა თქმა უნდა, გრანდიოზული ნაძვის ხეც დაგხვდებათ დედაქალაქის შუაგულში. ბუდაპეშტში Gerbeaud Coffee House-ის შენობის ფასადზე იმართება ანიმაციური შოუ საშობაო თემატიკაზე, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. დამატებით. დეკემბრისა და იანვრის თვეში ბუდაპეშტში საგანგებოდ მორთული ტრამვაი ემსახურება მგზავრებს. და ბოლოს, ხელში ცხელი შოკოლადით სეირნობა საშობაოდ მორთულ ბუდაპეშტის ქუჩებში მართლაც რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებსა და ემოციებს დაგიტოვებთ.
  1. პრაღა, ჩეხეთი

პრაღა ნამდვილად არ ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქალაქებს საშობაო სამზადისში. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ამ პერიოდში მუდამ ასიათასობით მოციმციმე ნათურით არის მორთული. ასევე, აქ შეხვდებით საშობაო ქოხებსა და მარკეტებს, სადაც შეძლებთ შეიძინოთ მრავალი აღნიშნული თემატიკის სუვენირი, დააგემოვნოთ მოხარშული ღვინო და ცხელი შოკოლადი. პრაღის ცენტრალურ ნაწილში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის კონცერტი, რაც თქვენს საშობაო განწყობას უფრო მეტად აამაღლებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაკავდეთ ფიგურული სრიალით და მოიწყოთ ნამდვილი ევროპული საშობაო არდადეგები.

  1. ვენა, ავსტრია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვენა განსაკუთრებით თვალისმომჭრელია საშობაოდ. აქ შეხვდებით უამრავ საშობაო ბაზრობებს, ყინულის მოედანს Rathausplatz-ზე , ქუჩაში მოსეირნე თოვლის ბაბუებსა და ელფებს. ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია სხვადასხვა ატრაქციონები, რაც უფრო მეტად სძენს ქუჩებს საშობაო დატვირთვას. თუ შობას ვენაში უნდა შეხვდეთ, აუცილებლად მოინახულოთ თოვლის გლობუსის მუზეუმი მე-17 უბანში. ვენის ტაძრებში კი შეძლებთ დატკბეთ საშობაო გალობებით.

გაზიარება: