კაირო – არაბული ქვეყნების დედაქალაქი

კაირო არაბული სამყაროს ნამდვილი გული და უძველესი ცივილიზაციის აკვანია. იგი ტურისტთა სიმრავლეს ნამდვილად არ უჩივის, გასანკუთრებით გაზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ტემპერატურა ეცემა, კაიროში კვლავ ზაფხულია.

ტრანპოსრტი:

ეგვიპტის დედაქალაქში საკმაოდ მოსახერხებელ და მოქნილ ტრანსპორტს მეტრო მიეკუთვნება, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე ათეული ხაზი. მისი ღირებულება 1 ეგვიპტური ფუნტია (20 თეთრი). ქალაქში ასევე მოქმედებს ავტობუსის ხაზიც, თუმცა მისი გამოყენება საცობების გამო საკმაოდ არაკომფორტულია. რაც შეეხება ტაქსის სერვისს, მისი ღირებულება საკმაოდ დაბალია და დახლოებით 35-40 ეგვიპტური ფუნტის (5-7 ლარი) ფარგლებში მერყეობს.

ღირსშესანიშნაობები:

სანახაობების კუთხით ეგვიპტე ნამდვილად მრავალფეროვანია მისი უდიდესი ისტორიიდან გამომდინარე. ქალაქის დათვალიერება, რა თქმა უნდა, პირამიდების მონახულებით უნდა დაიწყოთ, სადაც შესვლის ღირებულება 80 ეგვიპტური ფუნტია (15 ლარი). ასევე, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეროვნული მუზეუმი, სადაც საკუთარი თვალით იხილავთ უძველეს ცივილიზაციას. კაიროში გამორჩეულია ელ-მოაზის ქუჩა, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ნამდვილად დიდებულ სანახაობათა სიას მიეკუთვნება სალადინის ციტადელიც. აღსანიშნავია კაიროს ქრისტიანული უბანიც, სადაც წარმოდგენილია ბერძნული ეკლესია და „დაკიდული ტაძარი“.

კვება:

ქალაქში შეხვდებით მრავალ სწრაფი კვების ობიექტს, სადაც ფასები საკმაოდ მისაღებია.  პრესტიჟულ უბნად ნილოსის ერთ-ერთ კუნძულზე გაშენებული ზამალეკი ითვლება. აქ თავმოყრილია ქალაქის ცნობილი რესტორნები. ეგვიპტის დედაქალაქში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ბარები და კლუბები. ასე რომ, ღამის ცხოვრების მოყვარულები მოწყენას ნამდვილად ვერ შეძლებენ.

ტელეკომუნიკაცია:

ეგვიპტეში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით.

გაზიარება: