მსოფლიოს 5 გამორჩეული ადგილი დაივინგის მოყვარულთათვის

დაივინგი ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე  აქტუალური სახეობაა. ეს აქტივობა საშუალებას გაძლევთ შეიცნოთ მსოფლიოს წყალქვეშა სამყარო და მაქსიმალურად განიტვირთოთ. წყალქვეშა  ცურვისას განსაკუთრებით  საინტერესოა  ჩაძირული  გემების, თვითმფრინავების  და  ზღვის მცენარეების  დათვალიერება. საერთოდ, ეს სამყარო  ამოუცნობი და იდუმალებით სავსეა. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ 5 გამორჩეულ ადგილს, სადაც შეძლებთ დაკავდეთ დაივინგით.

 

  1. მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულებზე მოგზაურობისას, გირჩევთ რომ აუცილებლად დაკავდეთ დაივინგით. ინდოეთის ოკეანის წყალქვეშა სამყარო მართლაც რომ ზღაპრული სილამაზისაა. მრავალი სახეობის წყალქვეშა ბინადარი (თევზები, მცენარეები) და ულამაზესი მარჯნის რიფები – ეს არის ის, რასაც გვთავაზობს მალდივების წყალქვეშა ცურვა.

 

  1. ბარბადოსი, კარიბის ზღვა

როდესაც ვსაუბრობთ დაივინგზე, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს კარიბის ზღვის წყალქვეშა სამყარო. აქ, ულამაზეს წლის ბინადრებთან ერთად, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ XX საუკუნის გემი, რომელიც სპეციალურად არის განთავსებული წყლის ფსკერზე ვიზიტორებისთვის.

 

  1. მაბული, მალაიზია

დაივინგი მალაიზიაში საკმაოდ პოპულარული აქტივობაა. მალაიზიის ირგვლივ, წყნარ ოკეანეში ულამაზეს მარჯნის რიფებთან ერთად, თქვენ შეხვდებით წყლის ბინადართა მრავალრიცხოვან ჯგუფსაც.

 

  1. რივიერა მაია, მექსიკა

დაივინგის მიმდევრებისთვის რივიერა მაია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელ მსოფლიოში. მას 1999 წლამდე მოიხსენიებდნენ როგორც  “Cancun–Tulum“ დერეფანი, თუმცა შემდეგ შეეცვალა სახელწოდება. დღესდღეობით რივიერა მაია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დაივინგმოყვარულთათვის.

 

  1. შავი ზღვა – საქართველო

და ბოლოს, დავინიგის მოყვარულებს წლისქვეშა სამყარო საქართველოშიც, შავ ზღვაშიც შეგიძლიათ შეიცნოთ. ბათუმსა და კვარიათში დაივინგი საკმაოდ პოპულარული აქტივობაა. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაივინგ ტურით როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფთან ერთად.

გაზიარება: