მოგზაურობა კვიპროსში

კვიპროსი (კვიპროსის რესპუბლიკა) – კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ფართობის სიდიდითაც ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. მცხუნვარე მზე, ოქროსფერი ქვიშა და ფირუზისფერი წყალი – ეს არის ის, რაც  ასოცირდება ულამაზეს კუნძულთან.

ტრანსპორტი:

კვიპროსის მიმართულებით ფრენები ხორციელდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ ლარნაკას მიმართულებით ავიაბილეთს თვეებით ადრე შეიძენთ, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარის გადახდა მოგიწიოთ. რაც შეეხება ადგილობრივ ტსანსპორტს (როგორც უშუალოდ ქალაქში, ასევე ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად), შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით, რომლის ღირებულება 3 ევრომდე მერყეობს. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ ქ. პაფოსში დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს და გამოიყენოთ GEO TAXI-ს სატრანსპორტო მომსახურება.

კომუნიკაცია:

კვიპროსში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 1 ცენტიდან.

აუცილებლად სანახავი ადგილები:

კვიპროსის თითოეულ ქალაქში შეიგრძნობა არქიტექტურული ინდივიდუალიზმი. ქ. ლარნაკაში თავმოყრილია მრავალი ისტორიული ნაგებობა, როგორიცაა წმინდა ლაზარეს ეკლესია, ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი, ლარნაკას ციხე-სიმაგრე და სხვა. ლარნაკაში მოგზაურობისას ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ადგილს მიეკუთვნება მლაშე ტბები. მის სანახავად საუკეთესო დრო ზამთარია, როდესაც ტბებს ვარდისფერი ფლამინგოები სტუმრობენ. მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს რამდენიმე ათასი ფერადი ფრინველი სარიტუალო ცეკვის შესრულების დროს. ზაფხულში კი წყალი ორთქლდება და რჩება მარილის უზარმაზარი მასა, რომელიც მზის სხივებზე სიკაშკაშეს იძენს. ქ. პაფოსში კი აუცილებლად მოინახულეთ პაფოსის ციხე-სიმაგრე, საიდანაც იშლება უმშვენიერესი ხედები. ციხესიმაგრესთან ახლოს თქვენ შეხვდებით ქალთევზას მონუმენტს, საიდანაც იწყება ულამაზესი სასეირნო სანაპირო ზოლი.

გარდა ამისა, კვიპროსში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ აია ნაპას, რომელიც გამორჩეულია კაფე-ბარებისა და კლუბების სიმრავლით. კურორტი გათვლილია აქტიურ, დინამიურ ვიზიტორებზე, რომელთაც იზიდავს გართობა და ღამის ცხოვრება. ხმაურიანი და დატვირთული ცხოვრების სტილის გამო, მას ხშირად კვიპროსის ლას-ვეგასსაც უწოდებენ. აია ნაპაში გამორჩეულია ნისის, პერნერას და ვატია გონიას სანაპიროები. თითოეულ პლაჟზე შეზლონგისა და ქოლგის ქირაობას 2.5 ევროდ შეძლებთ. რაც შეეხება სასტუმროებისა და აპარტამენტების ღირებულებას, მისი ფასი 10 ევროდან იწყება.

კულინარია:

კვიპროსში თქვენ შეხვდებით როგორც ბერძნულ, ასევე თურქულ ეროვნულ კერძებს. მათ შორის აღსანიშნავია ბერძნული გერო, ფახლავა, რაჰათ ლუხუმი და სხვა. გარდა ამისა, კვიპროსში მოგზაურობისას გირჩევთ, აუცილებლად დააგემოვნოთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებიც.

ასე რომ, მოგზაურობისა და გართობის მოყვარულთათვის კვიპროსი ნამდვილად კარგი არჩევანია. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა.

გაზიარება: