მოგზაურობა კოპენჰაგენში

დანიის დედაქალაქში ერთმანეთს იდეალურად ერწყმის ძველი და თანამედროვე არქიტექტურა. ქალაქში წარმოდგენილია როგორც ისტორიული დატვირთვის მქონე შენობები, ასაევე კლუბები და სხვა მრავალი გასართობი ადგილი. ამ ბლოგში კი გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ კოპენჰაგენში მოგზაურობისას.

 

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რატუშას კოშკია წარმოდგენილი, რომლიდანაც შეგიძლიათ იხილოთ ქალაქის ულამაზესი ხედები. თუმცა გაითვალისწინეთ ის, რომ კოშკს ლიფტი არ აქვს და რამდენიმე ასეული საფეხურის გავლა ფეხით მოგიწევთ.

 

ამალიენბორგის სასახლე წარმოადგენს დანიის ერთ-ერთ ულამაზეს ნაგებობას, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს. სასახლე დღესდღეობითაც სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენს. ნაგებობაში განთავსებული ნივთები რამდენიმე ასეულ წელს ითვლის და მისი დათვალიერებისას დროში მოგზაურობის შეგრძნება დაგეუფლებათ.

 

სტროგეტის ქუჩა  არის ევროპის ყველაზე გრძელი საფეხმავლო ქუჩა, სადაც გასეირნება ნამდვილი დღესასწაულია. ქუჩაზე წარმოდგენილია არაერთი კაფე-ბარი, რესტორნები, ქუჩის მუსიკოსები და სხვა მრავალი გასართობი რამ. სტროგეტის ქუჩის მონახულება უმჯობესია დაგეგმოთ საღამოს, ვინაიდან ღამის განათება უფრო მეტ სილამაზეს სძენს მას.

 

ტივოლის პარკი კოპენჰაგენის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს მიეკუთვნება, სადაც სეირნობის დროს თავს ნამდვილად ზღაპარში იგრძნობთ. პარკში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ყვავილები, სხვადასხვა ატრაქციონები, ეშმაკის ბორბალი (რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები) და სხვა. პარკში შესვლის ღირებულება 15 ევრომდე მერყეობს, ხოლო 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.

 

ტორვალდსენის მუზეუმში თავმოყრილია დანიის ცნობილ მოქანდაკეთა ნამუშევრები, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა არაორდინალურობითა და ინდივიდუალიზმით. მუზეუმის ბილეთის ღირებულება 7 ევროს შეადგენს. მუზეუმის სამუშაო საათებია: სამშაბათი-კვირა (10:00 – 17:00).

გაზიარება: