ბრიუსელი – მრავალფეროვნების ზეიმი

ბელგიის დედაქალაქი ფრანგულ და ფლამინგურ კულტურის გასაყარზე გაშენებულ ქალაქს წარმოადგენს. ბრიუსელი ყველა კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ: სიმშვიდე, კულტურული ღირსშესანიშნაობების გაცნობა, კლუბური ცხოვრება თუ სხვა.

ტრანსპორტი:

ბრიუსელის მიმართულებით ფრენები ხორციელდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ ავიაბილეთს თვეებით ადრე შეიძენთ, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარის გადახდა მოგიწიოთ. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, ტურისტების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ფეხით სიარულს ამჯობინებს, ვინაიდან თითქმის ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროს საშუალებით. ტურისტებისთვის რეკომენდირებულია სპეციალური საერთო სამგზავრო JUMP-ის შეძენა. მგზავრობის ღირებულება 2 ევროდან იწყება.

ღირსშესანიშნაობები:

ბრიუსელის შეცნობა, როგორც წესი, გოთიკური სტილის მოედნიდან, გრან-პლასიდან იწყება. მოედნის ირგვლივ წარმოდგენილია ულამაზესი ნაგებობები, რომელიც აღნიშნულ ლოკაციას უფრო გრანდიოზულს ხდის. აუცილებლად სანახავ ადგილთა სიას განეკუთვნება მონარქიის სიმბოლო – სამეფო სასახლე, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებისთვის გამოიყენება. სასახლის დათვალიერება ყველა ტურისტისთვის სრულიად უფასოა. დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს რატუშას 96 მეტრიანი კოშკი, რომელსაც ამშვენებს თაღოვანი ფანჯრები და მოჩუქურთმებული სვეტები. დედაქალაქში ასევე წარმოდგენილია სხვა მრავალი საინტერესო ადგილი/ნაგებობა, როგორიცაა ატომიუმი, 50-ე წლისთავის პარკი, წმინდა გულის ბაზილიკა და სხვა.

კვება:

ბელგიის სხვადასხვა კაფე-ბარის მენიუებში ხშირად შეხვდებით სოკოსა და ზღვის პროდუქტების კერძებს. ასევე, თითქმის ყველა კვების ობიექტზეა წარმოდგენილი კარტოფილი ფრი, რადგან ბელგიელები მიიჩნევენ, რომ სწორედ აქ იღებს სათავეს აღნიშნული კერძი. დამატებით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ მსოფლიოში ცნობილი ბელგიური შოკოლადი და ვაფლი, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. და ბოლოს, ბელგია არ უნდა დატოვოთ ისე, რომ არ მიირთვათ შავ ლუდში ჩაფლული ფლამანდრიული კარბონატი.

კომუნიკაცია:

ბელგიაში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.006$-დან.

შოპინგი:

შოპინგის მოყვარულთათვის ბრიუსელი მართლაც რომ იდეალური ლოკაციაა. აქ წარმოდგენილია მრავალი სავაჭრო მოლი, სადაც განთავსებულია როგორც ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა მსოფლიო ბრენდის სამოსი (Mango, Zara, Dior და სხვა). ყველაზე პრესტიჟული სავაჭრო ობიექტებია Shopping centre და City 2.

ასე რომ, თუ ბრიუსელში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, წინ ნამდვილად დიდი სიამოვნება გელით.

გაზიარება: