ბოლონია – მოგზაურობა 10 ევროდ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

ბოლონია – იტალიის ნამდვილი მარგალიტი, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალური სტილით და არ წააგავს სხვა ქალაქებს. ბოლონიის ქუჩებში სეირნობისას შუასაუკუნეებში მოგზაურობის შეგრძნება გეუფლებათ. აქ თითოეულ ნაგებობას საკუთარი ისტორია აქვს.

ტრანსპორტი:

ბოლონიაში გამგზავრება მისაღებ ფასად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არის შესაძლებელი. ავიაბილეთის ფასი ამ ეტაპისთვის 10 ევროდან იწყობა, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვის წინაპირობაა. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ძირითადი ღირსშესანიშნაობები ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი, ასე რომ, უმჯობესია ფეხით შემოიაროთ ბოლონიის ცენტრალური ნაწილი. გირჩევთ, ბოლონიაში მოგზაურობისას დამატებით გადახვიდეთ სხვა ქალაქებშიც (მაგ. მილანი, ვენეცია) ავტობუსით ან მატარებლით. ერთი გზის ფასი უმეტესწილად 10-15 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ღირსშესანიშნაობები:

ბოლონიაში წარმოდგენილი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა საუკუნეებს ითვლის და კვლავ შენარჩუნებული აქვს ძველი დიდების იერსახე. ქალაქის მონახულება უნდა დაიწყოთ მისი ცენტრალური მოედნით Piazza Maggiore, სადაც წარმოდგენილია შემდეგი ღირსშესანიშნაობები: Pallazo d’Accursio, the Palazzo del Podesta, the Basilica di San Petronio და the Palazzo Comunale. ბოლონიაში შეხვდებით არქეოლოგიურ მუზეუმსაც, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩენილი საინტერესო ნივთები. ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ადგილს წარმოადგენს ბოლონიის ეროვნული გალერეა, სადაც განთავსებულია ძველი ეპოქის ცნობილ ხელოვანთა ნახატები. აქ თქვენ შეხვდებით რაფაელის ნამუშევრებსაც.

სასტუმრო/კვება:

ბოლონიის საშუალო კლასის სასტუმროს დაჯავშნას ერთი სრული დღით 15-20 ევროს ფარგლებში შეძლებთ, ხოლო თუ არჩევანს ჰოსტელზე შეაჩერებთ, ბუნებრივია, ხარჯიც უფრო ნაკლები იქნება. რაც შეეხება კვებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით აქ კვების მხრივ ნამდვილად მისაღები ფასებია. ბოლონიაშიც სტანდარტულად უნდა დააგემოვნოთ იტალიური ფიცა და სპაგეტი. დამატებით, აქ განსაკუთრებით გემრიელია იტალიური კერძო ტორტელინი (Tortellini), რომელსაც თითქმის ყველა კვების დაწესებულებაში შეხვდებით. ტორტენილი წარმოადგენს მაკარონის, ღორის ხორცისა და ყველის უგემრიელეს ნაზავს, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. აღნიშნულ კერძს კი განსაკუთრებით უხდება ჩინებული იტალიური წითელი ღვინო.

ტელეკომუნიკაცია:

იტალიაში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

გაზიარება: