რა წარმოადგენს ბერლინის მთავარ ღირსშესანიშნაობებს?

ბერლინი — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 4 მილიონამდე ადამიანს შეადგენს, რაც მას ლონდონის შემდეგ ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს. ბერლინი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი მეგაპოლისია. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ბერლინის იმ 5 ღირსშესანიშნაობას, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ გერმანიის დედაქალაქში მოგზაურობისას.

  1. ბრანდენბურგის კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭე წარმოადგენს ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას, რომელიც ნაპოლეონზე გამარჯვების აღსანიშნავად აიგო.  ის თავდაპირველად ქალაქ ბერლინის ორად გაყოფის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო დღესდღეობით ერთიანობის მნიშვნელობის მატარებელია.

  1. შარლოტენბურგის სასახლე

შარლოტენგბურგი გერმანიის მასშტაბით ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც  ფრიდრიხ II-ის მეუღლისთვის აშენდა მე-20 საუკუნეში. სასახლეში იხილავთ ულამაზეს გალერიას, სამეჯლისო ოთახს და სხვა. ნაგებობის ეზოში კი წარმოდგენილია უმშვენიერესი ბაღი, რომელთა ფერთა გამაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მომნუსხველია.

  1. რაიხსტაგი

ეს არის ადგილი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. 1933 წელს ჰიტლერმა მისი დაწვის ბრძანება გასცა. განადგურდა შიგნით არსებული ყველა ნივთი და დაზიანდა მისი გუმბათიც.  გერმანიის გაერთიანეიბის შემდეგ კი შენობა აღდგენილ იქნა ხელისუფლების მიერ საპარლამენტო ფუნქციით.

  1. აღმოსავლეთის გალერეა, ბერლინის კედელი

აღმოსავლეთის გალერეა წარმოადგენს ბერლინის კედლის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ნაწილს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არტი ღია ცის ქვეშ. ნახატები შესრულებულია მხატვრების მიერ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

  1. ბერლინის ტაძარი

ბერლინის ყველაზე დიდი და  ცნობილი ეკლესია, რომელიც გამოირჩევა თავისი უცხო და დახვეწილი სტილით. მის წინ წარმოდგენილია ულამაზესი სკვერი, სადაც ხშირად როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები აწყობენ პიკნიკს და ერთად ატარებენ სასიამოვნო საღამოს.

გაზიარება: