5 გამორჩეული სანაპირო ზაფხულის გასატარებლად

ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობით არის დაკავებული: სწავლა, სამსახური, ვარჯიში და სხვა. ეს მოსაწყენი ერთფეროვნება უმეტესად ირღვევა ზაფხულში, როდესაც ვიღებთ შვებულებას და გადავდივართ ახალ სამყაროში. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მსოფლიოს იმ 5 პლაჟს, სადაც შეძლებთ მოიწყოთ დაუვიწყარი საზაფხულო დასვენება.

  1. ვარდისფერი სანაპირო, ინდონეზია

ვარდისფერი სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტის ნაწილს წარმოადგენს ინდონეზიაში. ზურმუხტისფერი წყალი ვარდისფერი ქვიშის ფონზე ნამდვილად დაუვიწყარ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ქვიშის ფერი ზღვის ნიჟარიანი ცხოველის –  Foraminifera-ს ნიჟარების სიმრავლითაა გამოწვეული. ამ ცხოველებით ფრინველები და თევზები იკვებებიან, ნიჟარები კი რჩება და შემდეგ ვარდისფერ შეფერილობას იძლევა.

  1. მანათობელი სანაპირო, ბაჰამის კუნძულები

მანათობელი სანაპირო მალდივების ერთ-ერთ ულამაზეს პლაჟად ითვლება. ის განსაკუთრებით ღამით არის ლამაზი, როდესაც სანაპიროზე უამრავი პლანქტონი ირიყება, რომელიც მანათობელი თვისებებით გამოირჩევა.

  1. ლაჟვარდოვანი ნაპირო (ნიცა), საფრანგეთი

ლაჟვარდოვანი სანაპირო საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარეობს, სადაც ზაფხულობით მუდამ ტურისტების ბუმია. ქალაქ ნიცაში ზაფხული ცხელი, მშრალი და მზიანია. წლის ამ სეზონში წვიმები იშვიათია. ჰაერის ტემპერატურა როგორც წესი 20°C-ზე მეტია. ჰაერის მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა კი უდრის 27°C-ს.

  1. ნავაიოს პლაჟი, საბერძნეთი

ნავაიო საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროს წარმოადგენს. ოქროსფერი ქვიშა, ზურმუხტისფერი წყალი და მცხუნვარე მზე – ეს ის არის, რასაც კუნძული დამსვენებელს სთავაზობს. თავდაპირველად ამ ადგილს წმინდა გიორგის სანაპირო ერქვა, ხოლო შემდეგ ჩაძირული გემის სანაპიროდ მოიხსენიება. 1980 წელს საბერძნეთის სანაპირო ზოლის პოლიციამ კონტრაბანდისტების გემი დააფიქსირა, რომელსაც თამბაქო და ღვინო გადაჰქონდა თუქრეთიდან ევროპაში. კონტრაბანდისტებმა გემი დააზიანეს, ჩაძირეს და ნავებით მიიმალნენ. რამდენიმე წლის შემდეგ შტორმმა ჩაძირული გემი  ნაპირზე გამორიყა. გემის ნაშთები დღემდე სანაპიროზეა.

  1. მწვანე კონცხი (ბათუმი), საქართველო

მწვანე კონცხი წარმოადგენს დასახლებას ქალაქ ბათუმში (მწვანე კონცხის უბანი). ბათუმთან შეერთებამდე მწვანე კონცხი იყო სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მწვანე კონცხი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია, რადგან მასზე გაშენებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი. მწვანე კონცხთან არსებული სანაპირო კი გამოირჩევა სიმშვიდით, სიმწვანითა და სისუფთავით.

გაზიარება: