ბარი – სამხრეთ იტალიის მარგალიტი

ბარი – საპორტო ქალაქი სამხრეთ იტალიაში და აპულიას რეგიონის დედაქალი. ქალაქი წარმოადგენს იტალიის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრს, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით. ამიტომაც გირჩევთ, რომ აპულიას რეგიონის მონახულება აუცილებლად დაიწყოთ ქ. ბარით.

ტრანსპორტი:

ბარის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, თუმცა 2019 წლის აგვისტოდან აღნიშნული მიმართულებით ფრენები შესრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. შესაბამისად, ბარში ტურის დაგეგმვა უფრო ბიუჯეტური გახდება. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით, რომლის ბილეთის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 1€-ს შეადგენს. გარდა ამისა, როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები გადასაადგილებლად ხშირად იყენებენ ველოსიპედს, რაც განპირობებულია იმითაც, რომ ქალაქში შეხვდებით რამდენიმე ველოსიპედის გაქირავების ცენტრს. დამატებით, გაქვთ შესაძლებლობა ბარში დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს და გამოიყენენოთ GEO TAXI-ს სატრანპორტო სერვისი.

კომუნიკაცია:

იტალიაში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

ღირსშესანიშნაობები:

ქალაქი ნამდვილად უნიკალურია ინდივიდუალური არქიტექტურული სტილით. ბარში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქალაქის ისტორიულ ნაწილს, სადაც თავმოყრილია ეკლესიები, თეატრები და სხვა ღირსშესანიშნაობები. ტურისტული თავშეყრის ადგილებს წარმოადგენს XI საუკუნის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ციხესიმაგრე Svevo და ა.შ. გარდა ამისა, გირჩევთ, მოინახულოთ ბართან ახლო მდებარე რამდენიმე ულამაზესი ქალაქიც: პოლინიანო ალ მარე, მატერა და ალბერობელო.

კულინარია:

როგორც მოგეხსენებათ, იტალიური სამზარეულოს ნამდვილი ღირსებაა პიცა და სპაგეტი. თუმცა, ბარში მოგზაურობისას გირჩევთ დააგემოვნოთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებიც. კაფე-რესტორნების სიმრავლით გამოირჩევა ქალაქის ისტორიული ნაწილი, სადაც შეძლებთ უგემრიელესი კერძების შეკვეთას.

შოპინგი:

ბარი ასევე გათვლილია შოპინგის მოყვარულთათვის. შოპინგისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ ქუჩებს, როგორიცაა Corso Cavour, Via Manzoni და Via Sparano. აღნიშნულ ქუჩებზე შეხვდებით უამრავ მაღაზიას, სადაც შეძლებთ შეიძინოთ სასურველი ნივთები. ბარი, მის ვიწრო ქუჩებში სეირნობა, მჩქეფარე ზღვის ხმისა და ყვავილების სურნელის კომბინაცია სრულიად ახალ, ზღაპრულ გარემოს ქმნის, რომელსაც შეუძლია თითოეული მნახველის აღტაცებაში მოყვანა. ასე რომ, თუ არჩევანი ბარში მოგზაურობაზე გააკეთეთ, წინ ნამდვილად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღეები გელით.

გაზიარება: