ბარსელონა – ესპანეთის მეორე დედაქალაქი

ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია მთელ ევროპაში, ხოლო ესპანეთში სიდიდით მადრიდის შემდეგ მეორეა. აქ ყველაფერია, რაც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო: კულტურული ძეგლები, მუზეუმები, ისტორია, ადგილობრივი სამზარეულო, ღამის ცხოვრება და კოსტა ბრავას უმშვენიერესი სანაპირო.

ღირსშესანიშნაობები:

ბარსელონას მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს Sagrada Familia, რომლის მშენებლობა მე-19 საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მის დასრულებას 2026 წლისთვის ვარაუდობენ. პოპულარულობით სარგებლობს Casa Batlló-ს ნაგებობაც, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც „ძვლების სახლი“. ბარსელონაში მდებარეობს ასევე უდიდესი მხატვრის, პიკასოს მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია მისი მრავალი ცნობილი ნამუშევარი. ბარსელონაში ასევე შეხვდებით „შოკოლადის მუზეუმს“, რომლის ბილეთსაც შოკოლადის ფილის სახით მოგყიდიან. ქალაქში წარმოდგენილია ეროტიკის მუზეუმი „Museu de l’Eròtica de Barcelona“, რომელიც ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

ტელეკომუნიკაცია:

ესპანეთში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

კვება:

თუ ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ, რომ არ მიირთვათ ცენტრალურ ადგილზე არსებულ კაფე-რესტორნებში. ბარსელონას გოთიკური უბანი გამოირჩევა კვების ობიექტთა სიმრავლით, სადაც შეძლებთ თანხის დაზოგვას. აუცილებლად დააგემოვნეთ ე.წ. „ჩხირი“, რომელიც ერთგვარი ბუტერბროდია (შიგთავსი: ტრადიციული კატალონიური ბოსტნეულიანი ერბოკვერცხი ხრაშუნა პურზე ან ორაგულის ფილე და ჰამონ იბერიკო). ნამდვილად უგემრიელესია პაეია და შებრაწული კრევეტებიც. საშუალოდ ერთ კვებაზე 5-10 ევრო მაინც დაგჭირდებათ.

ტრანსპორტი:

ტურისტების დიდი ნაწილი ფეხით გადაადგილდება, რადგან ასე უფრო მარტივადაა შესაძლებელი ქალაქის შეგრძნება. დამატებით, ბარსელონაში ძალიან მოქნილია მეტროს სისტემა, რომელიც თითქმის ყველა ძირითად ქუჩასთან დაგაკავშირებთ. ქალაქში ასევე შეამჩნევთ ველოსიპედებსაც, რომლის ქირაობას თავადაც შეძლებთ.

გაზიარება: