ათენი – ღვთაებრივი ქალაქი

ათენი (საბერძნეთის დედაქალაქი) მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და ანტიკური ქალაქია.

ათენის საოცარ ისტორიაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, ამ ბლოგით კი თქვენ ყურადღებს იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე გავამახვილებთ, რომელიც თქვეს მოგზაურობას უფრო კომფორტულს და საინტერესოს გახდის:
  1. ათენის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი გაზაფხული, რადგან ამ დროს ქალაქში სასიამოვნო ტემპერატურაა და ტურისტებიც შედარებით ნაკლები.
  2. ღირსშესანიშნაობების დათვალიერება უმჯობესია დილიდან დაიწყოთ, რადგან დღის სხვა მონაკვეთში ათენის ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ ადგილებში ტურისტების დიდი ნაკადია.
  3. საბერძნეთში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ, გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 0.005$-იანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.
  4. ათენში ადგილობრივი ტაქსი საკმაოდ ძვირია, ამიტომ, გირჩევთ, ისარგებლ GEO TAXI- სერვისით და ქართველი ემიგრანტების იაფი მომსახურებით.
  5. ანტიკურ ქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მათი სავიზიტო კერძები, როგორიცაა: ბერძნული სალათი, ფალაფელე (Falafellas), ლუკუმადესი (Loukoumades) და სხვა.
  6. თუ თქვენ ბიუჯეტს უფრთხილდებით, რესტორანში კერძის შეკვეთამდე უმჯობესია, იკითხ მისი ღირებულება, რადგან ცოცხალი თევზით დამზადებული კერძის ფასი, ხშირ შემთხვევაში, წონის მიხედვით განისაზღვრება, რაც შეიძლება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდეს.
  7. აუცილებლად ესტუმრეთ ათენის ბაზარს, სადაც ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულ და ზეთისხილს შეიძენთ ან დააგემოვნებთ.
  8. თუ გეგმაში გაქვთ ათენის გარდა საბერძნეთის სხვა ადგილების მონახულებაც, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სანტორინს, რომელიც ნამდვილ სამოთხედ არის მიჩნეული დედამიწაზე.
  9. ათენში ყველა გადასახურდავებელი ჯიხური საკომისიოს იღებს, ამიტომ, უმჯობესია, საქართველოშივე შეიძინოთ ევრო.
  10. თუ გიყვართ შოპინგი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ათენში სავაჭრო ცენტრს Attica, სადაც შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სამოსი და აქსესუარები.
  11. თუ ათენიდან ახლობლებისთვის სუვენირების ჩამოტანას გეგმავთ, მათ ხელმისაწვდომ ფასად შეძენა  მონასტირაკის რაიონში მდებარე ბაზარში შეძლებთ.
  12. ქვეყანაში კრიმინალის დონე ძალზედ დაბალია და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არეულობა იშვიათი მოვლენაა. ადგილობრივები სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია და ტურისტი აქ სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს.
  13. შეეცადეთ, ათენში ყოფნისას გამოიყენოთ თითოეული წუთი და მაქსიმალურად ისიამოვნოთ იმ არაორდინალური სანახაობებით, რომელსაც ღმერთების ქალაქი გთავაზობთ.
სასიამოვნო მოგზაურობას და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
გაზიარება: