ანტვერპენი – თავისუფლების ქალაქი

ანტვერპენი (სიდიდით მეორე ქალაქი ბელგიაში) – თანამედროვე ხელოვნებისა და თავისუფალი სულის ქალაქია, რომელიც გაშენებულია მდინარე შელდის ორივე ნაპირზე. ბელგიაში მოგზაურობისას დედაქალათან ერთად აუცილებლად უნდა მოინახულოთთ ანტვერპენიც, რადგან იგი თითოეულ მნახველს ახალ და უნიკალურ განზომილებას სთავაზობს.

 

ტრანსპორტი:

ანტვერპენის ძირითადი ტრანსპორტი ტრამვაია, რომელიც თავისებურ ხიბლს მატებს ქალაქის იერსახეს. გარდა ამისა, თქვენ ხშირად შეხვდებით თითქმის ყველა ასაკის ადამიანს, რომელიც გადაადგილებისთვის ველოსიპედს იყენებს. დედაქალაქიდან ანტვერპენის მიმართულებით მოძრაობს მატარებელი, რომლის ბილეთის ღირებულება 11$-დან იწყება. დამატებით, ანტვერპენში შეგიძლიათ ისარგებლოთ GEO TAXI-ს (ქართველი ემიგრანტის) სერვისით და დაზოგოთ სატრანსპორტო ხარჯები (განსხვავებით ადგილობრივი ტაქსის სერვისით სარგებლობისას).

 

კომუნიკაცია:

ბელგიაში როუმინგული მომსახურება არც თუ ისე იაფია, ამიტომაც გირჩევთ, ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 1 ცენტიდან.

 

ღირსშესანიშნაობები:

ანტვერპენი ნამდვილად გამოირჩევა თავისი განსხვავებული, უნიკალური არქიტექტურული სტილით. ქალაქში შეხვდებით ძველი და თანამედროვე შენობების სტილის ნაზავს, რომელიც ერთმანეთთან ნამდვილად გემოვნებით არის შეთავსებული. ქალაქში მოგზურობისას გირჩევთ ეწვიოთ რუბენსის სახლ-მუზეუმს, ღვთისმშობლის ეკლესიას, ანტვერპენის ზოოპარკს.

 

კულინარია:

ანტევრპენში ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი ლუდი, რომლის განსხვავებული გემო და არომატი ნამდვილად დაგამახსოვრებთ თავს. გარდა ლუდისა, ბელგიური სამზარეულოს მთავარ ღირსებას წარმოადგენს ბელგიური ვაფლი უგემრიელესი შოკოლადის სიროფითა და ნაყინით.

 

შოპინგი:

ბელგია იკავებს პირველ ადგილს უნაღდო ანგარიშსწორების კუთხით მთელ ევროპაში (ანგარიშსწორების ვალუტაა ევრო). ასე რომ, შეგიძლიათ თანხა ბარათზე გქონდეთ, რაც მოგზაურობას უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის. ანტვერპენის ცენტრალურ ნაწილში თქვენ შეხვდებით მრავალ სავაჭრო ცენტრს, სადაც როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეძლებთ თქვენთვის სასურველი ნივთის ან სამოსის შეძენას. ძვირფასი ლითონის მოყვარულებს, გირჩევთ მოინახულოთ პელიკაანსტრაატის ქუჩა, სადაც უამრავი საოქრომჭედლო მაღაზიაა განთავსებული.

 

გართობა:

ანტვერპენი ახალგაზრდული ქალაქია, ამიტომ, კაფე-ბარებისა და ღამის კლუბების მოყვარული ადამიანები აქ ნამდვილად არ მოიწყენენ. ყველაზე პოპულარული კლუბები ლეიდსპლეინის მოედანთან მდებარეობს.

 

ანტვერპენი თავისუფლების მოყვარული ადამიანების ქალაქია, ასე რომ, თუ ბელგიაში მოგზაურობას აპირებთ, აუცილებლად ეწვიეთ ანტვერპენს და გაეცანით მის არაორდინალურ სტილსა და იერსახეს.

 
გაზიარება: