ამსტერდამი – თავისუფლების განზომილება

ამსტერდამი – ქალაქი, რომელიც გთავაზობს იმას, რაც აქამდე არასოდეს არ გინახავს. იგი განსხვავებულია საკუთარი ინდივიდუალიზმით ევროპის ყველა სხვა ქალაქებისგან. აქ ერთმანეთთან შერწყმულია თავისუფლება, აქტიური ცხოვრება და შეუდარებელი გარემო.

ტრანსპორტი:

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ყველაზე ბიუჯეტური საშუალება Amsterdam Centraal-ის მატარებლით გადაადგილებაა, რომლის ბილეთის ღირებულება 4.2 ევროდან იწყება. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში გადაადგილებას, ტურისტული ზონები იმდენადაა ერთმანეთთან ახლოს, რომ ვიზიტორების დიდი ნაწილი ფეხით გადაადგილდება. ხოლო თუ ქალაქის სხვა ნაწილში დაგჭირდათ ტრანსპორტირება, შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრამვაის ან მეტროს სერვისით.

ღირსშესანიშნაობები:

ამსტერდამში მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა დატვირთვის მქონე ლოკაციები. ქალაქის გაცნობა და დათვალიერება უმჯობესია დაიწყოთ რაიხმუზეუმით, სადაც ინახება მრავალი ისტორიული ნივთი. აუცილებლად მოინახულეთ ვან გოგის მუზეუმიც, რომლის ბილეთიც უმჯობესია წინასწარ შეიძინოთ. ეწვიეთ ადგილს, სადაც წარმოდგენილია წარწერა I Amsterdam. უზარმაზარ ასოებთან კი ტრადიციული ფოტოს გადაღება აუცილებელია. დამატებით, შეგიძლიათ მოინახულოთ ტიტების ბაზარიც, რომელიც ნამდვილად უმშვენიერესია.

ტელეკომუნიკაცია:

ნიდერლანდებში როუმინგული სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი და ისარგებლოთ უფასო შემავალი ზარებითა და SMS-ებით და 1 ცენტიანი ტარიფით მობილურ ინტერნეტზე.

კვება:

ქალაქში Leidseplein-ზე წარმოდგენილია მრავალი კაფე-ბარი და რესტორანი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ განსხვავებულ კერძებს. ამსტერდამში ადგილობრივი სამზარეულოდან აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებს წარმოადგენს ქაშაყი და ბიტერბოლენი (ხორცის ბურთულები). ყველაზე პოპულარული კვების ობიექტის სტატუსი კი, რა თქმა უნდა, coffeeshop-ს აქვს, სადაც წარმოდგენილია ჰაშიშის შემცველი სხვადასხვა სახის ტკბილეულობა, თუმცა მათი დაგემოვნება ლიმიტირებულადაა შესაძლებელი.

ასე რომ, ამსტერდამში ნამდვილად განსხვავებული განზომილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.

გაზიარება: