მსოფლიოს 5 გამორჩეული რესტორანი

სხვადასხვა კაფე-ბარებსა და რესტორნებში ვიზიტი მოგზაურობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ყველა ტურისტს სურს მოგზაურობის პერიოდში ეროვნულ კერძებთან ერთად, დააგემოვნოს ინტერნაციონალური კერძებიც. მსგავსი დაწესებულებების ადმინისტრაცია კი მუდამ ცდილობს ვიზიტორებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და დაუტოვეს საოცარი შთაბეჭდილებები. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მსოფლიოს იმ 5 რესტორანს, რომელსაც თითოეული ვიზიტორი ულამაზესი ხედებითა და ვიზუალით აღტაცებაში მოჰყავს.

  1. Sunset Mona Lisa – კაბოს ან ლუკას, მექსიკა

„მზის ჩასვლა, მონა ლიზა“ არის ერთ-ერთი ულამაზესი რესტორანი ხედით ოკეანეზე არამარტო მექსიკაში, არამედ მსოფლიოში. მართლაც რომ ერთგვარი რელაქსაციაა საღამოს მონა ლიზას ტერასაზე ვახშმობა საყვარელ ადამიანთან ერთად. რაც შეეხება მენიუს განფასებას, კერძების ღირებულება 26$-დან იწყება, რაც მსგავსი კლასის რესტორნების ფონზე საკმაოდ მისაღები ფასია.

   

  1. Grotta Palazzese – პუგლია, იტალია

პუგლიას სანაპიროს კლდოვან შეჭრილ სივრცეშია განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური რესტორანი ულამაზესი ზღვის ხედით. XVIII საუკუნეში ამ ადგილს იყენებედნენ ნეაპოლისა და პოლიგანოს მაღალჩინოსნები შეხვედრებისთვის. დღესდღეობით კი Grotta Palazzese მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის.

 

  1. Ithaa – რანგალის კუნძული, მალდივები

Ithaa წარმოადგენს მსოფლიოში პირველ წყალქვეშა რესტორანს, რომელიც ზღვის დონიდან 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. რესტორანს ტურისტების მისაზიდად საკმაოდ საინტერესო და არაორდინალური ვიზუალი აქვს. მართლაც უჩვეულოა, როდესაც ვახშმის დროს ოკეანის ბინადრები გიყურებენ.

 

  1. მღვიმის რესტორანი – კრაბი, ტაილანდი

მღვიმის რესტორანი წარმოადგენს ტაილანდის ერთ-ერთ ულამაზეს ტურისტულ ლოკაციას. რესტორაი კლდეშია ჩაშენებული, რაც მას უფრო მეტ არაორდინალურობას სძენს. რამდენიმე მეტრში კი პლაჟი Phranang არის წარმოდგენილი. ვახშამი საყვარელ ადამიანთან ერთად, მჩქეფარე ზღვის ხმა და ულამაზესი განათება – მართლაც საოცარი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მქონეა.

 

  1. Le Jules Verne, საფრანგეთი

და ბოლოს, ეს არის პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორანი, რომელიც ეიფელის კოშკის შუაგულში მდებარეობს. რესტორნიდან იშლება ულამაზესი ხედები მთელ ქალაქზე. უმშვენიერეს ხედებთან ერთად, ფრანგული მუსიკა, ჩინებული წითელი ღვინო და უგემრიელესი კერძები – ეს არის ის, რასაც გვთავაზობს რესტორანი Le Jules Verne.

გაზიარება: