5 ქალაქი, რომელიც სამოგზაუროდ 2020 წელს საკმაოდ მოთხოვნადი იქნება

უკვე ბევრმა თრეველერმა დაიწყო ფიქრი თუ რომელ ლოკაციებს ეწვიოს ახალ 2020 წელს. ჩატარებული  გამოკითხვების შედეგად, გთავაზობთ 5 ქალაქს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს საკმაოდ დიდი პოპულარობით ისარგებლებს.

  • ვენეცია, იტალია

ქალაქი წყალში, რომელსაც მკვლევარები უახლოეს მომავალში გაუჩინარებას უქადაგებენ. ვენეცია, როგორც წესი, არასდროს განიცდის ტურისტთა ნაკლებობას მისი არაორდინალურობიდან გამომდინარე. თუმცა, განსაკუთრებული დღეები აქ თებერვალშია, როდესაც ვენეციის ზღაპრული, ჯადოსნური კარნავალი იწყება. ვენეციის მიმართლებით ბილეთების შეძენა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკმაოდ მისაღებ ფასად არის შესაძლებელი.

  • დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

მსოფლიოს ახალი აღმოჩენა – დუბაი – ტოპ ხუთეულში მოხვდა. დუბაის ნაგებობები წარმოდგენილია უახლეს არქიტექტურულ სტილში. აქ არის სანახაობა, რომელიც შთაბეჭდილებების გარეშე არც ერთ ვიზიტორს არ დატოვებს.

  • შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე

ეგვიპტის კურორტები როგორც გასულ წლებში, ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ზამთრის პერიოდშია, მაშინ როცა ეგვიპტე გაძლევს საშუალებას გაექცე ცივ, სუსხიან ამინდებს და მცხუნვარე მზეს შეაფარო თავი. ოქროსფერი ქვიშისა და ზურმუხტისფერი წყლის ფონეზე შარმ ელ შეიხი ამის ფუფუნებას ნამდვილად გვიქმნის.

  • ბოლონია, იტალია

იტალიის ეს ულამაზესი ქალაქი ბოლო პერიოდის განმავლობაში ტურისტებისათვის უფრო და უფრო მიმზედველი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლონიის მიმართლებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბილეთის ფასი მხოლოდ და მხოლოდ 9.99 ევროდან იწყება, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის უმთავრესი წინაპირობაა.

  • მილანი, იტალია

ტოპ ხუთეულში კვლავ იტალია დომინირებს. მოდისა და დიზაინის ქალაქი წელსაც არ კარგავს აქტუალურობას და მრავალი ადამიანისთვის სასურველ სამოგზაურო ლოკაციას წარმოადგენს. მართლაც რომ, შესანიშნავი შეგრძნებაა მილანის მთავარ მოედანზე ცხელი შოკოლადით სეირნობა შენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

გაზიარება: