10 საინტერესო რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას

მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანისთვის საინტერესო აქტივობაა, ვინაიდან იგი გვთავაზობს ახალ განზომილებას, მოდუნებას, ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებისგან დროებით გაქცევას, ახალი კულტურისა და ტრადიციების შეცნობას და ა.შ. როგორც მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამ მოგზაურობა შენგენის ზონის ქვეყნებში უფრო მარტივი გახადა. გარდა ამისა, ავიაბილეთების შეძენა უკვე საკმაოდ მისაღებ ფასებშია შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ 10 რჩევას, რომელიც თქვენი მოგზაურობის გეგმას უფრო მეტად კომფორტულსა და ბიუჯეტურს გახდის:

  1. მოგზაურობის დაგეგმვა რეკომენდირებულია რამდენიმე თვით ადრე დაიწყოთ, ვინაიდან ამ პერიოდის მანძილზე ავიაბილეთის ფასის ყოველდღიურად შემოწმების შედეგად, მისი შეძენა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათეულ ლარად შეძლოთ. ავიაბილეთის ღირებულება კი პირდაპირპროპორციულად აისახება სამოგზაურო ბიუჯეტზე.
  2. თუ ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავთ, უმჯობესია, რომ სასტუმროს ნაცვლად იქირაოთ ბინა ან აპარტამენტი. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ დაზოგავს თქვენს ხარჯებს.
  3. როგორც ვიცით, შენგენის ზონის ქვეყნებში მთავარ სავაჭრო ვალუტას ევრო წარმოადგენს. უმჯობესია, აღნიშნული ვალუტა საქართველოშივე შეიძინოთ, ვინაიდან უმეტესწილად საზღვარგარეთ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს დაწესებული აქვთ საკმაოდ მაღალი საკომისიო.
  4. ევროპის ქვეყნებში როუმინგული მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომაც გირჩევთ, ისარგებლოთ გლობალ სელის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათით: უფასო შემომავალი ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში – 1MB მხოლოდ 0.005$-ად.
  5. ვინაიდან ტურისტულ ზონებში ყოველთვის ძალიან ბევრი ტურისტია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება დილით ადრე ან გვიან საღამოს სჯობს დაგეგმოთ.
  6. მოგზაურობისას აუცილებლად დააგემოვნეთ ეროვნული კერძები, ვინაიდან როგორც იტყვიან, კერძს არსად არ ექნება ისეთი გემო, როგორც მის სამშობლოში.
  7. ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი ტაქსი საკმაოდ ძვირია, ამიტომ, გირჩევთ, ისარგებლოთ GEO TAXI-ს სერვისით და ქართველი ემიგრანტების იაფი მომსახურებით.
  8. გირჩევთ, გამგზავრებამდე შეისწავლოთ მათ ენაზე რამდენიმე სიტყვა (გამარჯობა, ნახვამდის, უკაცრავად, რა ღირს და ა.შ.), რომელიც სრულიად საკმარისი იქნება ადგილობრივებთან სოციალური კავშირის დასამყარებლად. გარდა ამისა, აღნიშნულით მოიპოვებთ მათ კეთილგანწყობასაც.
  9. თუ გსურთ უფრო მეტად შეისწავლოთ კონკრეტული ქვეყნის კულტურა, გირჩევთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ და ჩაერთოთ მათ კულტურულ ღონისძიებებში.
  10. და ბოლოს, გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეო, აღბეჭდეთ დეტალურად თქვენს მობილურ ტელეფონში თითოეული საინტერესო კადრი, ვინაიდან მათი დათვალიერება ხელახლა მოგზაურობის ტოლფასია.

გისურვებთ სასიამოვნო და ბედნიერ მოგზაურობას!

გაზიარება: