„ფრანგული სინემათიკა“ – ადგილი კინომოყვარულთათვის

„ფრანგული სინემათიკა“ (Cinémathèque Française) კინომოყვარულთათვის საფრანგეთის დედაქალაქში საუკეთესო ადგილია. გირჩევთ პარიზში მოგზაურობისას ყველა სხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, აუცილებლად ეწვიოთ ფრანგულ კინოსახლსაც. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურული სტილით. „ფრანგული სინემათიკის“ დამაარსებელი, ანრი ლანგლუა, იყო პირველი, ვინც ამტკიცებდა, მუნჯი კინო არასდროს მოძველდება, მუნჯ ფილმებს მაყურებელზე ზემოქმედების განსაკუთრებული უნარი აქვთ, რომელსაც ხმოვანი კინო ვერასდროს მიაღწევსო. თუმცა, დროსთან ერთად მიდგომებიც შეიცვალა. ახლა კინოდარბაზში დღის მანძილზე რამდენიმე სხვადასხვა როგორც მუნჯ, ასევე ხმოვანი ფილმის ყურებას შეძლებთ. აქ დაცული კოლექციების ყველა ფილმი არის ორიგინალი, ე.ი. განსხვავდება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ფილმების ვერსიებისგან (ამოჭრილი კადრების გარეშე). ვიზიტორები უმეტესწილად არჩევანს ფრანგულ კინემატოგრაფიაზე აკეთებენ, რაც გასაკვირი პარიზში ყოფნის დროს ნამდვილად არ არის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „ფრანგულ სინემათიკაში“ შეგიძლიათ ესტუმროთ კინო-მუზეუმსაც. აქ შეხვდებით მრავალ ექსპონანტს, რომელიც თავად მსახიობებმა და რეჟისორებმა უსახსოვრეს მუზეუმს. მუზეუმი ინახავს სურათების დიდ არქივს და ასევე დაცულია ისეთი ნივთები, მაგალითად, როგორიცაა ჰოლივუდის ვარსკვლავთა კოსტიუმები, ნიღბები და სხვა.

კინოინდუსტრიის მოყვარულნი აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ფრანგული სინემათიკის“ ბიბლიოთეკასაც, რომელშიც თავმოყრილია ათეულობით ათასი წიგნი, ფოტო და ჟურნალი. თითქმის შეუძლებელია, რომ აქ ვერ მიაგნოთ თქვენი საყვარელი ფილმის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ მსახიობები, რეჟისორები და მიღებულ ინფორმაციებს უკვე პრაქტიკაში თავადვე იყენებენ.

რაც შეეხება „ფრანგულ სინემათიკამდე“ მისვლას, პარიზში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე GEO TAXI-ს სატრანსპორტო მომსახურებით და დაემგზავროთ ქართველ ემიგრანტს.

გაზიარება: